|
2016-02-18 17:10:57, 546 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიამ ა(ა)იპ "თბილისის მედიათეკების გაერთიანების“ დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა
დედაქალაქის მთავრობამ ა(ა)იპ „თბილისის მედიათეკების გაერთიანების“ დირექტორის, მარინე ჭოღოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული ცვლილება „თბილისის მედიათეკების გაერთიანების“ მუშაობის ეფექტურობის გაუმჯობესებასა და ოპტიმიზაციას, ასევე, მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ მნიშვნელოვან ხარვეზებს უკავშირდება. ა(ა)იპ „თბილისის მედიათეკების გაერთიანების“ საქმიანობის ეფექტურობის შემოწმების მიზნით, მონიტორინგი როგორც თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის მიერ, ასევე, USAID-ის პროგრამის - ,,საქართველოში კარგი მმართველობის ინიციატივის" ფარგლებში განხორციელდა. მონიტორინგის შედეგად, „თბილისის მედიათეკების გაერთიანებაში“ გარკვეული ხარვეზები, მათ შორის, საკადრო და ადმინისტრაციული რესურსების არასწორი გადანაწილება, ბიუჯეტის არარაციონალური ხარჯვა, და „მედიათეკების გაერთიანებაში“ ალტერნატიული ფინანსური წყაროების არარსებობა დასახელდა. ასევე, მიუხედავად ამისთვის გამოყოფილი რესურსებისა, მენეჯმენტმა სამგორის მედიათეკის სათანადო განვითარებაზე არ იზრუნა. მოგეხსენებათ, რომ ა(ა)იპ „თბილისის მედიათეკების გაერთიანება“ მესამე წელია ფუნქციონირებს და მისი წლიური ბიუჯეტი, დაახლოებით 700 000 ლარია, თუმცა დაარსებიდან დღემდე აღნიშნულმა ა(ა)იპ-მა ვერ შეძლო გამართული ფუნქციონირებისათვის დამატებითი ფინანსური წყაროების მოზიდვა. შესაბამისად, „თბილისის მედიათეკების გაერთიანების“ ფუნქციონირებისათვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად მოცულობითი თანხების გამოყოფა, იმ ფონზე, როდესაც აღნიშნული ა(ა)იპ-ი ვერ ვითარდება, მეტიც, ხდება ბიუჯეტის არარაციონალური ხარჯვა და საკადრო რესურსების არაოპტიმალური განაწილება, თბილისის მერიას არამიზნობრივად მიაჩნია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დედაქალაქის მთავრობამ ა(ა)იპ „თბილისის მედიათეკების გაერთიანების“ დირექტორის, მარინე ჭოღოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ცნობისთვის, „თბილისის მედიათეკების გაერთიანება“ მერიის ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომელსაც გააჩნია რესურსი იყოს უფრო მეტად საინტერესო, საკუთარი შინაარსიდან და ფუნქციებიდან გამომდინარე კი მომხმარებელს მუდმივად ახალი, მრავალფეროვანი და ინოვაციური სერვისები შესთავაზოს. აღსანიშნავია, რომ დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის ზაფხულში, „თბილისის მედიათეკების გაერთიანებას“ კიკვიძის ბაღში მესამე ფილიალი შეემატება.
თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
ჯანდაცვა: იზრდება სოცდაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის დენის სუბსიდირების თანხა
ნანა სანდერი: ციხეში ჩემი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა საფრთხეშია
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს 100-მდე ახალგაზრდა დაესწრო - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)