|
2026-05-04 21:54:21, 9216 ნახვა
პოლიტიკა
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
5 აპრილს, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი კენჭს უყრის საქართველოს შესახებ ანგარიშს, რაზე დაყრდნობითაც ამავე დროს ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტია ინიციირებული. ანგარიში, ბოლო წლების მსგავსად, კრიტიკულია და შეიცავს ისეთ მკაცრ ფორმულირებებს, როგორიცაა ქვეყნის „სრული ავტორიტარიზმისკენ“ სვლა და „უპრეცედენტოდ შემზღუდავი კანონმდებლობის მიღება, რაც სულ უფრო და უფრო უარესდება“. მასში აქცენტია დასმული ევროინტეგრაციის კურსის ცვლილებაზე, ადამიანის უფლებათა დარღვევებზე, პოლიტიკური ოპონენტების, აქტივისტებისა და მედიის დევნაზე.
საკითხზე მომხსენებელია ლიეტუველი ევროპარლამენტარი „ევროპის სახალხო პარტიიდან“, რასა იუკნევიჩიენე, რომელსაც „ქართული ოცნების“ ლიდერები წლებია, აკრიტიკებენ, მათ შორის, მოიხსენიებენ შეურაცხმყოფელი ეპითეტებით. ანგარიშის პროექტის თანახმად, ევროპის პარლამენტი კვლავ გამოხატავს სრულ სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ, რომელსაც მორიგ ჯერზე განაცალკევებს საქართველოს მთავრობისაგან, - რაზეც თბილისი მწვავედ რეაგირებს. ამავე დოკუმენტის ავტორები მიესალმებიან ეუთოს 24 წევრი ქვეყნის მიერ „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებასა და მის საფუძველზე მომზადებულ ასევე კრიტიკულ ანგარიშს. შესწორებების ვერსიებიანგარიშის პირვანდელ ვერსიას თან ერთვის ათობით შესწორების პროექტი, რომელთა უმეტესობაც ასევე კრიტიკულია ხელისუფლებისადმი, თუმცა ნაწილი მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ მთავრობას. მაგალითად, შესწორებები აქვს ინიციირებული ჰანს ნოიჰოფს, - ვიქტორ ორბანის მოკავშირე „სუვერენულ ერთა ევროპის“ წარმომადგენელს, რომელიც ამავე დროს არის გერმანული „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD-ს) წევრი. ბიძინა ივანიშვილი ტექსტსა და შესწორებების პროექტებში 28-ჯერ არის ნახსენები - კრიტიკულ კონტექსტში. მაგალითად, პოლონელი დეპუტატების (მარიუშ კამინსკი, მალგორჟატა გოშიევსკა - 125-ე შესწორება) შესწორების პროექტში მითითებულია, რომ:
ევროპარლამენტარების, რასა იუკნევიჩიენესა და მირიამ ლექსმანის შესწორების თანახმად, ევროპარლამენტი გმობს „იმედისა“ და „პოსტივის“ მიერ „ევროკავშირის წინააღმდეგ სისტემური დეზინფორმაციისა და მტრული პროპაგანდის გავრცელებას“ და აქებს ბრიტანეთის გადაწყვეტილებას, დაეწესებინა ფინანსური სანქციები ამ ორი მაუწყებლისთვის. ანგარიშის მომხსენებლის, რასა იუკნევიჩიენეს ერთ-ერთი შესწორება ასეთია: ხაზგასმულია ევროკომისიის გადაწყვეტილება, შეუჩერდეთ უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს; 2025 წლის 30 დეკემბერს ევროკავშირის ყველა წევრმა მიიღო უფრო მოქნილი „სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი“; გამოთქმულია წუხილი იმის გამო, რომ „დემოკრატიულ უკუსვლასა და რეპრესიებზე პასუხისმგებელი ქართველი თანამდებობის პირებისთვის ევროკავშირის მასშტაბით ვიზების შეზღუდვა შეუძლებელი გახდა უნგრეთისა და სლოვაკეთის წინააღმდეგობის გამო“; აღნიშნულია, რომ სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის მერვე ანგარიში ხაზს უსვამს საქართველოს მიერ „ძირითადი კრიტერიუმებისა და წინა რეკომენდაციების შეუსრულებლობას“; მითითებულია გაფრთხილება, რომ „საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობამ შეიძლება გამოიწვიოს მთელი მოსახლეობისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება, რაზეც სრულად პასუხისმგებელი იქნება „ქართული ოცნება“.
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 91 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ბრალდებულმა ორი პირი ლიმონკით ააფეთქა, ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე მძიმე მდგომარეობაში კლინიკაშია მოთავსებული
მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი” დროებით ვერ ემსახურება მგზავრებს
დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მთავრობის წევრი, აქტზე ხელმომწერი ნემო ბურჭულაძე გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)