|
2026-05-05 13:32:12, 4271 ნახვა
პოლიტიკა
ნანა სანდერი: ციხეში ჩემი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა საფრთხეშია
4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულმა ნანა სანდერმა სასამართლოში პენიტენციურ განყოფილებაში არსებულ პირობებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი თქმით, მას პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც მან ძლიერი სულიერი ტკივილი განიცადა და თვითდაზიანების მიყენება სცადა. სანდერის თქმით, პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის მხრიდან სავარაუდო შეურაცხყოფის ფაქტზე რეაგირებისთვის მიმართა ციხის მონიტორინგის სამსახურს. ცდილობდა სხვადასხვა სამსახურის ცხელ ხაზზე დაკავშირებას, მათ შორის სახალხო დამცველთან, თუმცა ვერ შეძლო. ერთადერთი სამსახური, რომელსაც დაუკავშირდა იუსტიციის გენერალური ინსპექციაა. სანდერის თქმით, იუსტიციის სამინისტროდან მასთან მივიდა გამომძიებელი, მისი შეფასებით, ადეკვატურად არ ასახა მისი საჩივარი და ცდილობდა „დანაშაულის კვალის დაფარვას“
მისი თქმით, მომხდარიდან რამდენიმე დღეში მასთან შევიდა იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი, თუმცა ამბობს, რომ გამომძიებელმა ოქმში სრულყოფილად არ ასახა მისი საჩივარი და ცდილობდა „დანაშაულის კვალის დაფარვას“. სანდერის თქმით, ციხეში გაჩნდა ხანძარი, რა დროსაც დაიწვა პერსონალის ოთახი და ნივთები, ხანძრის გამო კვამლი შევიდა საკნებში, პატიმრებს ეწვოდათ თვალები და უჩიოდნენ ხველას. ის ამბობს, რომ ადმინისტრაციამ პატიმართა უსაფრთხოებისთვის საჭირო ზომები არ მიიღო, კონკრეტულად – საკნები სრულფასოვნად არ განიავებულა საკნები.
ნანა სანდერმა თქვა, რომ ითხოვს ჩანაწერების ამოღებას კონკრეტულ თარიღებში და მოკვლევის დაწყებას. მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით დღევანდელი პროცესის ოქმს პროკურატურაში რეაგირებისთვის გადააგზავნის.
მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი” დროებით ვერ ემსახურება მგზავრებს
დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მთავრობის წევრი, აქტზე ხელმომწერი ნემო ბურჭულაძე გარდაიცვალა
აშშ მოითხოვს, რომ ევროპას უკრაინაში ომის შესახებ მოლაპარაკებების მაგიდასთან ადგილი მიეცეს
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის პარტნიორები ახლო აღმოსავლეთში ირანის ბლოკადის გაგრძელებას იმედოვნებენ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)