|
2016-02-17 19:22:57, 615 ნახვა
საზოგადოება
„იდენტობას“ ოფიცერი: ხელისუფლება პოპულისტური ნაბიჯებით ამომრჩევლისა და რელიგიური ჯგუფების მხარდაჭერას ცდილობს
საარჩევნო წელს ხელისუფლება პოპულისტური ნაბიჯებით ამომრჩევლისა და რელიგიური ჯგუფების მხარდაჭერას ცდილობს, - ასე ეხმაურება „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას ა/ო „იდენტობას“ განათლების ოფიცერი ლადო ბიწაძე პარლამენტში დარეგისტრირებულ საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის თანახმადაც ერთი და იმავე სქესის მქონე ადამიანებს ქორწინება აეკრძალება. კანონპროექტის ავტორების აზრით, ასეთი ჩანაწერი საქართველოს კონსტიტუციაში უნდა გაკეთდეს. როგორც ბიწაძემ განმარტა, აღნიშნული ცვლილება კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების ინტერესებს ემსახურება. "რამდენადაც წინასაარჩევნო პერიოდია, ეს პოპულისტური ნაბიჯი ხდება, რომ რელიგიური ინსტიტუციების მხარდაჭერა მოიპოვონ, რომლებიც ანტი-ლგბტ კამპანიებს ატარებენ. ბიწაძის თქმით, საქართველოში ჰომოფობიური გარემოა და საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი არის ჰომოფობი. "შესაბამისად მსგავსი იდეების გაჟღერება საქართველოს მოსახლეობისგან მხარდაჭერას უკვე ავტომატურად იღებს. ჩემი აზრით ეს კონკრეტული ინიციატივა ზუსტად ამას ემსახურება, რომ მოხდეს ჩასწორება, რაც რეალურად ძალიან ცუდ შედეგს მოგვიტანს. ჩვენ საქართველოში არსებულ მდგომარეობას ვიაზრებთ, კონკრეტულად იმას, რომ ვიდრე ქორწინებამდე მივალთ, კიდევ უფრო ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი", - განუცხადა "ექსპრესნიუსს" ლადო ბიწაძემ. მისივე თქმით, არის პოლიტიკური ჯგუფების და ინდივიდების ინტერესები, რომ უბრალოდ საზოგადოების ფართო ჯგუფებისგან და რელიგიური ინსტიტუციებისგან მხარდაჭერა მოიპოვონ. "კონსტიტუციის გადასინჯვა საკმაოდ რთული პროცესია და მოითხოვს გაცილებით უფრო მეტ ხმას პარლამენტის წევრებისგან. დღესდღეობით კონსტიტუციური უმრავლესობა მმართველ გუნდს არ აქვს. შესაბამისად მიმაჩნია, რომ საპარლამენტო უმცირესობა არ დაუშვებს იმას, რომ ეს ჩასწორება მოხდეს კონსტიტუციაში. ამის საჭიროება არ დგას. საჭიროება დადგებოდა იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში გვექნებოდა ლგბტ ქორწინების ფაქტები, რომლებიც არ გაგვაჩნია", - განაცხადა იდენტობის განათლების ოფიცერმა, ლადო ბიწაძემ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში ერთი და იმავე სქესის ადამიანების ქორწინების ამკრძალავი საკანონმდებლო წინადადება დარეგისტრირდა, რომლის ინიციატორიც არასამთავრობო ორგანიზაცია „დაიცავი შენი უფლებებია“. საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, ოჯახი უნდა განისაზღვროს, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობა.
თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
ჯანდაცვა: იზრდება სოცდაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის დენის სუბსიდირების თანხა
ნანა სანდერი: ციხეში ჩემი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა საფრთხეშია
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს 100-მდე ახალგაზრდა დაესწრო - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)