17:16 - 30 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-05 15:47:40, 443 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი ესტერ ლინჩსა და ირაკლი პეტრიაშვილს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე ევროკავშირის პროფკავშირების გენერალურ მდივანს, ესტერ ლინჩსა და საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარეს, ირაკლი პეტრიაშვილს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა შრომის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე, მინიმალურ ხელფასზე, უმუშევართა შემწეობაზე,⁠ სოციალური დიალოგისა და კოლექტიური ხელშეკრულებების კიდევ უფრო მეტად წახალისებასა და ღირსეული სამუშაო გარემოს უზრუნველყოფაზე იმსჯელეს. 

“ევროკავშირის პროფკავშირების გენერალური მდივანმა, მინისტრს, საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. მხარეებმა, არსებული საკითხების გადასაწყვეტად, სამომავლოდ, მჭიდრო და აქტიური თანამშრომლობის მზაობა გამოხატეს. 

შეხვედრას საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე თამარ სურმავა და ევროკავშირის პროფკავშირების  პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორი ⁠ლორენცო რეპეტი ესწრებოდნენ“,- ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საუდის არაბეთმა Flydubai-ს ბორტზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
საქართველოს ბანკმა AI-ის ყველაზე ინოვაციური გამოყენებისთვის DataIQ-სგან ჯილდო მიიღო
ტერაქტის მცდელობა თუ პილოტების ჩხუბი კაბინაში - რა მოხდა Flydubai-ს რეისზე
₾100 ათასამდე შემოსავლის მქონე პირები ქონების გადასახადისგან გათავისუფლდნენ - პარლამენტმა კანონი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics