19:07 - 30 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-03 11:30:04, 514 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვა - „სუ-25“ გაფრენამდე სრულად იყო შემოწმებული, ჩატარებული იყო წინასაფრენოსნო მომზადება - ამ ეტაპზე, ნაპოვნია შავი ყუთი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, "სუ-25" ტიპის საფრენი აპარატის კატასტროფის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ ეტაპზე, იდენტიფიცირებულია საფრენი აპარატის ნაწილები და ნაპოვნია შავი ყუთი.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, წინასწარი მოკვლევით, საფრენი აპარატი გაფრენამდე სრულად იყო შემოწმებული ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნათა შესაბამისად, ასევე, ჩატარებული იყო წინასაფრენოსნო მომზადება და დაცული იყო რეგლამენტით გათვალისწინებული ყველა პროცედურა.

"თავდაცვის ძალების კუთვნილი "სუ-25" ტიპის საფრენი აპარატის კატასტროფის ადგილზე, შესაბამისი სამსახურების მიერ საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე ჰექტარ ფართობზე მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი. 

ტრაგიკული ინციდენტის სრულყოფილი შესწავლის მიზნით, შესაბამისი სამსახურების მიერ ყველა საჭირო პროცედურა ტარდება. ამ ეტაპზე, იდენტიფიცირებულია საფრენი აპარატის ნაწილები და ნაპოვნია შავი ყუთი. დაღუპული მფრინავის ცხედარი გადასვენებულია პროზექტურაში. 

მომხდართან დაკავშირებით საქმე აღძრულია 401-ე მუხლით, სამხედრო-საჰაერო ხომალდის ფრენისას უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე. გენერალური პროკურატურის საპროცესო ზედამხედველობით, გამოძიებას აწარმოებს სამხედრო პოლიცია.

წინასწარი მოკვლევით, საფრენი აპარატი გაფრენამდე სრულად იყო შემოწმებული ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნათა შესაბამისად. ასევე ჩატარებული იყო წინასაფრენოსნო მომზადება და დაცული იყო რეგლამენტით გათვალისწინებული ყველა პროცედურა. 

თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ გამოხატავს ღრმა მწუხარებას თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტის, ვიცე-პოლკოვნიკ კახაბერ ზურაბაშვილის დაღუპვის გამო და უსამძიმრებს მის ოჯახსა და ახლობლებს",- ნათქვამია თავდაცვის უწყების განცხადებაში.

შეგახსენებთ, "სუ-25" ტიპის საფრენი აპარატი გუშინ, 2 ივლისს ქვემო ქართლში ჩამოვარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა Flydubai-სთან დაკავშირებულ ინციდენტს „ჯიჰადისტური ტერორისტული თავდასხმის მცდელობა“ უწოდა
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები
გუნბა: საქართველოში ჯერ კიდევ არსებობენ ძალები, რომლებსაც აფხაზეთის ძალის გამოყენებით დაბრუნება სურთ
2027 წლის ბიუჯეტი მილიარდნახევრით აღემატება მიმდინარეს: ჯანდაცვისა და სოციალური ხარჯები გაზრდილია 830 მილიონი ლარით, კიდევ რა ხარჯები იზრდება?
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics