19:57 - 30 Sep, 2026
|
2024-07-01 10:49:48, 446 ნახვა
საზოგადოება
EU-ის წარმომადგენლობა ნაკრებს - თქვენ მოუტანეთ სიხარული და ღირსება საქართველოს - მადლობა შესანიშნავი ასპარეზობისთვის
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ევროპის ჩემპიონატში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ასპარეზობას ეხმაურება. EU-ის წარმომადგენლობა აღნიშნულთან დაკავშირებით მცირე განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს. "გვეამაყება საქარათველოს ეროვნული ნაკრების ისტორიული დებიუტი UEFA EURO 2024-ზე! თქვენ მოუტანეთ სიხარული და ღირსება საქართველოს და დაიპყარით მილიონობით გულშემატკივართა გულები მთელ მსოფლიოში. მადლობა შესანიშნავი ასპარეზობისთვის",- ნათქვამია EU-ის წარმომადგენლობის განცხადებაში. შეგახსენებთ, გუშინ, 30 ივნისს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალურ ეტაპზე ესპანეთის ნაკრებთან, ანგარიშით 4:1 დამარცხდა, რითაც ნაკრებმა EURO 2024-ზე ასპარეზობა დაასრულა.
ევროკავშირმა ავიაკომპანიები საუდის არაბეთის საჰაერო სივრცეში არსებული საფრთხეების შესახებ გააფრთხილა
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა Flydubai-სთან დაკავშირებულ ინციდენტს „ჯიჰადისტური ტერორისტული თავდასხმის მცდელობა“ უწოდა
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები
გუნბა: საქართველოში ჯერ კიდევ არსებობენ ძალები, რომლებსაც აფხაზეთის ძალის გამოყენებით დაბრუნება სურთ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)