|
2024-06-28 14:36:05, 508 ნახვა
საზოგადოება
კობახიძე - თბილისის ახალი სტადიონი ბრიტანული სტილის იქნება - მაყურებელსა და სპორტსმენებს შორის ემოციურ კავშირს უზრუნველყოფს
თბილისის ახალი სტადიონის იქნება ბრიტანული სტილის, სტადიონი უზრუნველყოფს მაქსიმალურ ემოციურ კავშირს მაყურებელსა და სპორტსმენებს შორის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სპორტული წარმატებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებისას განაცხადა. პრემიერის თქმით, ახალი სტადიონის პროექტს „გამოუჩნდნენ კრიტიკოსები და გასაკვირია, რომ ეს ადამიანები თავს დებენ სპორტის გულშემატკივრობაზე". „როგორც მოგეხსენებათ ჩვენ დავაანონსეთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მეგაპროექტი, ეს არის ახალი სტადიონის მშენებლობა თბილისში, რომელიც განკუთვნილი იქნება ფეხბურთისა და რაგბისთვის. იქნება გათვლილი 70 ათას მაყურებელზე, რაც მოგვცემს საერთაშორისო მასშტაბის უმნიშვნელოვანესი მატჩების მასპინძლობის საშუალებას. დღეს დინამო სტადიონზე ჩვენ ამის შესაძლებლობა არ გვაქვს. მაგალითისათვის: ჩვენ ამ სტადიონზე გვექნება ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობის შესაძლებლობა. გარდა იმისა, რომ აშენდება ეს სტადიონი, ჩვენ აქედანვე დავიწყებთ განაცხადის შეტანას იმისათვის, რომ 2028 წელს თბილისმა, ახალმა სტადიონმა უმასპინძლოს ჩემპიონთა ლიგის ფინალს საქართველოში, რაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნის წარმოჩენისთვის საერთაშორისო დონეზე. ეს იქნება ბრიტანული სტილის სტადიონი, ეს უზრუნველყოფს მაქსიმალურ ემოციურ კავშირს მაყურებელსა და სპორტსმენებს შორის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის, სპორტული წარმატებისთვის. მე მქონდა საშუალება, დავსწრებოდი ევროპის ჩემპიონატის მატჩებს, სადაც სწორედ ასეთი ტიპის სტადიონებზე გაიმართა მატჩები და წარმოუდგენელია ეს ემოციური კავშირი, რაც მყარდება მაყურებელსა და სპორტსმენებს შორის ასეთი ტიპის სტადიონებზე. ჩემდა გასაკვირად, ამ ინიციატივასაც კი გამოუჩნდა კრიტიკოსები და კიდევ უფრო გასაკვირი ის არის, რომ ეს კრიტიკოსები თავს დებენ სპორტის გულშემატკივრობაზე. მათ შორის, ერთ-ერთი სპორტის კომენტატორი, არ ვიცი მისი სახელი და გვარი, გამოდიოდა და სცადა ამ პროექტის გაკრიტიკება. მე არ ვიცი, ამას რა შეიძლება დაერქვას, როცა ხარ პოლიტიკურად მიკერძოებული. როგორც ჩანს, თავიდან ბოლომდე დაბინდული გაქვს გონება და გულშემატკივრობაც გადადის უკანა პლანზე. ეს პროექტი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და ეს პროექტი სათანადო ვადებში და სათანადო ხარისხით განხორციელდება. ცვენ დაგეგმილი გვავს ჩავრთოთ საერთაშორისო გამოცდილი კომპანია ამ პროექტის წარმატებით განხორციელებაში", - განაცხადა პრემიერმა.
ევროკავშირმა ავიაკომპანიები საუდის არაბეთის საჰაერო სივრცეში არსებული საფრთხეების შესახებ გააფრთხილა
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა Flydubai-სთან დაკავშირებულ ინციდენტს „ჯიჰადისტური ტერორისტული თავდასხმის მცდელობა“ უწოდა
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები
გუნბა: საქართველოში ჯერ კიდევ არსებობენ ძალები, რომლებსაც აფხაზეთის ძალის გამოყენებით დაბრუნება სურთ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)