2016-02-16 10:17:05, 569 ნახვა
საზოგადოება
ჰუმანითი ჯორჯიას ხელმისაწვდომი პრეპარატების შეძენა ხვალიდან ყველა სააფთიაქო ქსელში იქნება შესაძლებელი
ოფიციალური განცხადება დღეს ჰუმანითი ჯორჯიას და საპარტნიორო ფონდის ერთობლივ პრეს–კონფერენციაზე გაკეთდება, რომელსაც დაესწრებიან საქართველოს უმსხვილესი სააფთიაქო ქსელების: ავერსის, , იმპექს–ფარმას, პე ეს პე–ს , სახალხო აფთიაქის, ფარმადეპოს, ფარმ სახლის და ჯი პი სი -ს წარმომადგენლები.
როგორც ცნობილი ხდება, პირველ ეტაპზე, ბაზარზე გამოჩნდება ჰუმანითი ჯორჯიას კარდიოლოგიური ჯგუფის ხელმისაწვდომი პრეპარატები.
პროექტი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საპარტნიორო ფონდის თანამონაწილობით ხორციელდება.
ერთობლივი პრეს–კონფერენცია დღეს, 16 თებერვალს, 12 საათზე სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ შედგება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან