|
2026-05-05 12:39:33, 3256 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძეს ჯერა, რომ ევროპარლამენტარები თავს ესხმიან საქართველოში მედიის თავისუფლებას
როდესაც ევროპარლამენტარები თავს ესხმიან საქართველოში მედიის თავისუფლებას, ეს არის თავის მოჭრა და სირცხვილი, - ამის შესახებ ივანიშვილის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კობახიძემ შეშფოთება სამთავრობო პროპაგანდისტული ტელეარხების შესაძლო სანქცირების კომენტირებისას განაცხადა. მან აღნიშნა, რომ საქართველო ღიაა დიალოგისთვის ყველა თემასთან დაკავშირებით. „როდესაც ისინი თავს ესხმიან ქართველ ხალხს და ვიზალიბერალიზაციაზე საუბარი სხვა არაფერია თუ არა თავდასხმა ქართველ ხალხზე, ესეც არის თავის მოჭრა და სირცხვილი. თავის მოჭრა და სირცხვილია რეალურად ამ მდგომარეობაში ჩაიგდოს საკუთარი თავი ევროპულმა ბიუროკრატიამ. როდესაც ევროპარლამენტი თავს ესხმის ქართველ ხალხს და მედიის თავისუფლებას ჩვენს ქვეყანაში, ამას არ სჭირდება არავითარი შეფასებაც კი. ჩვენ მზად ვართ, ღია დიალოგისთვის ყველა თემასთან დაკავშირებით, აქედან გამომდინარე, პოზიცია ნათელია. ყველა თემასთან დაკავშირებით მზად ვართ, ღია დიალოგისთვის. რა თემაც არ უნდა იყოს, დაწყებული კანონებით, მათ შორის. მას შემდეგ, რაც ჩვენ მივიღეთ კონკრეტული კანონები, გამჭვირვალობის კანონმდებლობა, მოვახერხეთ ქვეყანაში სიმშვიდის და სტაბილურობის მიღწევა. მანამდე იყო რევოლუციის ხუთი მცდელობა 4 წელიწადში, ყველა ეს მცდელობა იყო გარედან მხარდაჭერილი და გარედან დაფინანსებული. მივიღეთ გამჭვირვალობის კანონმდებლობა და ქვეყანა დამშვიდდა. ისევ უნდათ, რომ დაბრუნდეს ძველი მდგომარეობა, რისთვის უნდათ, ცხადია, რისთვისაც უნდათ, იმისათვის, რომ არეულობას მიაღწიონ. საბჭოური მიდგომებით მუშაობს ევროპული ბიუროკრატია. იმისათვის, რომ შეიცვალოს ეს მიდგომა, ჩვენ მზად ვართ ღია დიალოგისთვის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 91 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ბრალდებულმა ორი პირი ლიმონკით ააფეთქა, ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე მძიმე მდგომარეობაში კლინიკაშია მოთავსებული
მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი” დროებით ვერ ემსახურება მგზავრებს
დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მთავრობის წევრი, აქტზე ხელმომწერი ნემო ბურჭულაძე გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)