01:12 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-04 10:55:55, 403 ნახვა

მსოფლიო
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას მხარი დაუჭირეს

"დიდი შვიდეულის" ქვეყნებმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას მხარი დაუჭირეს. 

მათ მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, "დიდი შვიდეულის" ქვეყნები "ჰამასს“ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ წარდგენილ გეგმაზე დათანხმებისკენ მოუწოდებენ.

"ჩვენ, "შვიდეულის ჯგუფის" (G7) ლიდერები სრულად ვუჭერთ მხარს და დავდგებით პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ გამოკვეთილი ყოვლისმომცველი შეთანხმების გვერდით, რომელიც ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას, ყველა მძევლის გათავისუფლებას, ჰუმანიტარული დახმარების მნიშვნელოვან და მდგრად ზრდას გამოიწვევს, ასევე ისრაელის უსაფრთხოების ინტერესებისა და ღაზას მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, კრიზისის სამუდამოდ დასრულებას. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას მშვიდობისკენ მიმავალი სანდო გზის მიმართ, რომელიც ორი სახელმწიფოს გადაწყვეტილებამდე მიგვიყვანს.

ჩვენ მოვუწოდებთ "ჰამასს“, რომ დათანხმდეს ამ შეთავაზებას, რომლის განსახორციელებლადაც ისრაელი მზად არის. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ქვეყნებს, რომლებსაც გავლენა აქვთ "ჰამასზე“, დაეხმარონ მათ ამის განხორციელებაში“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics