18:18 - 03 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-29 20:38:14, 583 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის რეჟიმმა უკაინის თავდასხმის ფონზე ბენზინის წარმოების სტატისტიკა დახურა

ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად რუსეთში ბენზინის წარმოების სტატისტიკა დაიხურება, იტყობინება რუსეთის ფედერალური ენერგეტიკის სამინისტრო. მათივე თქმით, ნავთობპროდუქტების ფასების შესახებ მონაცემების გამოქვეყნება გაგრძელდება.
ენერგეტიკის სამინისტრო ბენზინის წარმოების შესახებ სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნებას შეწყვეტს. გადაწყვეტილება ნავთობპროდუქტების ბაზრის ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიიღეს.

„ამჟამინდელი გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ასეთი ინფორმაციის გამჟღავნება შეიძლება გახდეს არაკეთილსინდისიერი მონაწილეების მიერ ბაზრის მანიპულირების მიზეზი“, - აცხადებენ დეპარტამენტში.

ენერგეტიკის სამინისტროს მიაჩნია, რომ სტატისტიკის დახურვა „ხელს შეუწყობს შიდა მომხმარებლების მიწოდების საიმედოობის გაძლიერებას და მთლიანად ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გაზრდას“. მათივე თქმით, ნავთობპროდუქტების ფასების შესახებ მონაცემების გამოქვეყნება გაგრძელდება.

უწყებაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ნავთობპროდუქტების ბაზარზე არსებული ვითარება ყოველდღიურად კონტროლდება.

2024 წლის დასაწყისიდან გახშირდა უკრაინული დრონების თავდასხმები რუსეთის რეგიონებში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე. კერძოდ, მაისში თავს დაესხნენ ქარხანას კალუგას რეგიონში, ვოლგოგრადისა და სლავიანსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, ასევე საწარმოს ტუაფსეში. რუსეთის ვიცე პრემიერ-მინისტრის ალექსანდრე ნოვაკის განცხადებით, საწვავის და ენერგეტიკული კომპლექსის საწარმოები 100%-ით ვერ იქნება დაცული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
NYT: აშშ-სა და რუსეთს შორის უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ლუკოილის აქტივების მრავალმილიარდიანი გარიგების საგანია
საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციები ქუჩის არეულობაში გადაიზარდა, ერთ კვირაში 5000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
გორდულაძე პატიმრის განცხადებაზე გაუპატიურების შესახებ - ეს გავს მიზანმიმართულ კამპანიას პენიტენციური სისტემის რეპუტაციის, ქართული ოცნების და სახელმწიფო სისტემის დასაზიანებლად
ელენე ხოშტარია - სისტემა კლავს, სისტემა რყვნის, სისტემა უნდა დაემხოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics