|
2024-05-28 17:03:17, 387 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - გაუგებარია ზეწოლა, რომელიც კანონთან დაკავშირებით ხორციელდება
როცა მეგობარი ქვეყანა ხარ, ხომ უნდა გვითხრა კონკრეტული არგუმენტი და აგვიხსნა, რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი?, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა. კახა კალაძე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა საქართველოს ხელისუფლების მიმართ დასავლეთის მხრიდან წამოსულ კრიტიკას, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ეხება. „კრიტიკა, რომელიც მოდის და რომელსაც არანაირი არგუმენტი არ ახლავს, გაუგებარია. ჩვენ არაერთი განცხადება გავაკეთეთ, რომ მზად ვართ, შევიდეთ შინაარსობრივ განხილვაში, თუნდაც საჯარო პოლემიკა გავმართოთ, რომ საზოგადოებისთვის ყველა დეტალი ხელმისაწვდომი იყოს. ასევე, პრემიერ-მინისტრმა რამდენჯერმე მოუწოდა ელჩებს, თუ სურვილი ექნებოდათ, მათი ჩართულობაც ყოფილიყო. თუმცა, ვერ მივიღეთ პასუხი, არგუმენტი, თუ რატომ შეიძლება გამჭვირვალობა შეიძლება იყოს ცუდი. გაუგებარია ზეწოლა, რომელიც აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით ხორციელდება. ჩვენ გავაკეთეთ განცხადებები, რომ ამ კანონის მიღება მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის გაძლიერებისთვის, რომ, საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია, თუ რაში იხარჯება დონორი ორგანიზაციებისგან შემოსული თანხები“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე თქმით, აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით, არგუმენტები არც ქვეყნის გარედან, არც ქვეყნის შიგნიდან არ არსებობს და პასუხი არის „იმიტომ“. „როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარედან ვერ მოვისმინეთ არგუმენტები. შეიძლება ჩვენ ვცდებით რაღაცაში, არასწორ კანონს ვიღებთ, მაგრამ როცა მეგობარი ქვეყანა ხარ, ხომ უნდა გვითხრა კონკრეტული არგუმენტი და აგვიხსნა, რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი? ან რომელი მუხლი მოდის წინააღმდეგობაში ადამიანის უფლებებთან? ან რომელი მუხლი ეწინააღმდეგება არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას? არგუმენტები უბრალოდ არ არსებობს? მარტივი სიცრუის კამპანიაა ჩართული, რომ ეს ქართული კანონი, თითქოს არის რუსული. არადა ამაზე პასუხს ვერავინ სცემს, რატომ არის რუსული. მათი ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რაც გუშინაც მოვისმინეთ, არის „იმიტომ“. წარმოუდგენელია, როგორ რეალობაში გვიწევს მუშაობა. ვფიქრობ, საზოგადოება ყველაფერს ნათლად ხედავს, რა პროცესები მიდის, რატომ არის ამხელა აჟიოტაჟი ატეხილი“, - განაცხადა თბილისის მერმა.
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება
დავითაძე ამბობს, რომ ბადრაგები ციხეში უპრეცედენტო პროვოკაციებზე გადავიდნენ, პატიმრებზე ძალადობენ
დეკანოიძე- გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისთვის ივანიშვილმა და მისმა მაფიოზურმა დაჯგუფებამ აგოს პასუხი
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)