|
2024-05-20 20:42:58, 447 ნახვა
მსოფლიო
ბენი განცმა ჰააგის სასამართლოს პროკურორის გადაწყვეტილებას „ისტორიული მასშტაბის დანაშაული“ უწოდა
ისრაელის ომის კაბინეტის მინისტრი ბენი განცი ჰააგის სასამართლო პროკურორის, კარიმ ხანის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და მას „ისტორიული მასშტაბის დანაშაული“ უწოდა. ბენი განცი აკრიტიკებს კარიმ ხანის მოთხოვნას პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის დაკავების ორდერების გაცემის თაობაზე. როგორც განცი აღნიშნავს, ღაზაში საბრძოლო მოქმედებებისას ისრაელის შეიარაღებული ძალები საერთაშორისო სამართლის შესაბამისად მოქმედებენ. „ისრაელი იბრძვის ისტორიაში უმკაცრესი მორალური კოდექსით, იცავს საერთაშორისო სამართალს და აქვს ყველაზე ძლიერი დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემა. დემოკრატიული ქვეყნის ლიდერებსა, რომლებმაც გადაწყვიტეს თავი დაიცვან ტერორისგან და სისხლისმსმელი პერცეპტული ორგანიზაციის ლიდერებს შორის პარალელის გავლება არის სამართლიანობის დამახინჯება და აშკარა მორალური მარცხი. პროკურორის პოზიცია მიმართოს დაკავების ორდერების გასაცემად, თავად არის ისტორიული მასშტაბის დანაშაული, რომელიც თაობებს ემახსოვრებათ“, - განაცხადა განცმა. ცნობისთვის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, კარიმ ხანმა ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს,თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტისა და „ჰამასის“ სამი ლიდერის დაკავების ორდერის გაცემა მოითხოვა.
დუბაის პრინცმა ინდოელი flydubai-ს პილოტი, კაპიტანი სმიტ მაჩჰარი საავადმყოფოში მოინახულა
კირცხალია პატიმრის გაუპატიურებაზე - უტევენ იმას, სადაც არის რეალურად ჯანსაღი სიტუაცია, სადაც არის მაღალი სტანდარტები
მოვუწოდებთ ევროკავშირს, მიზანმიმართული სანქციები დაუწესოს იმ პირებს, რომლებიც საქართველოში რეპრესიებსა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე არიან პასუხისმგებელი - ALDE Party
NYT: აშშ-სა და რუსეთს შორის უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ლუკოილის აქტივების მრავალმილიარდიანი გარიგების საგანია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)