|
2024-04-23 15:33:50, 483 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ჩვენ ხალხის სახელით საუბრის მანდატი გვაქვს
ჩვენ გვაქვს ხალხის სახელით საუბრის მანდატი. ეს მანდატი მოგვენიჭა საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად 2020 წელს, როდესაც მივიღეთ 48% საპარლამენტო არჩევნებში,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მმართველი პარტიის რეიტინგი არის გაზრდილი და დღეს 60%-ს აჭარბებს. „ყველა ხედავთ, რომ ძალიან ბევრი საუბრობს ქართველი ხალხის სახელით და ესენი არიან არსებითად ის ადამიანები, რომლებიც სწორედ რომ პოლიტიკურად არიან გაკოტრებულები და რომლებსაც არ აქვთ სახალხო მხარდაჭერა. მაგალითად, რადიკალური ოპოზიცია, რომლის რეიტინგი არის რადიკალურად შემცირებული, საუბრობს ქართველი ხალხის სახელით, ასევე „ენჯეოები" საუბრობენ ქართველი ხალხის სახელით მაშინ, როდესაც ამ ორგანიზაციებს აქვთ რეკორდულად მცირე ნდობა ქართულ საზოგადოებაში. სალომე ზურაბიშვილი ლაპარაკობს ქართველი ხალხის სახელით, რომელიც მთლიანად პოლიტიკურად დისკრედიტირებულია ქართველი ხალხის თვალში. ჩვენ გვაქვს ხალხის სახელით საუბრის მანდატი. ეს მანდატი მოგვენიჭა საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად 2020 წელს, როდესაც მივიღეთ 48% საპარლამენტო არჩევნებში. უფრო მეტიც, მას შემდეგ ჩვენი რეიტინგი არის გაზრდილი და დღეს აჭარბებს 60%-ს. მარტში გვქონდა ჩვენ 61%-ზე მეტი რეიტინგი და ამ კანონის ინიცირების შემდეგ დარწმუნებული ვარ, ეს რეიტინგი გაიზრდებოდა. უახლოეს მომავალში გაიზომება ასევე ახალი რეიტინგი. როდესაც მმართველ გუნდს, ხელისუფლებას აქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი და 10 და 15%-იანი სუბიექტები საუბრობენ ქართველი ხალხის სახელით, ამ დროს მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ჩვენი მხარდამჭერების მოსაზრება, რომლებიც მოგვიწოდებდნენ, გვეჩვენებინა, თუ სად დგას სინამდვილეში ხალხი. ხალხი დგას ხელისუფლების მხარეს, 60%-ზე მეტია ჩვენი რეიტინგი და ქართული საზოგადოება მხარს უჭერს იმ კანონს, რომელიც არის ინიცირებული, მხარს უჭერს გამჭვირვალობას, ანუ ინფორმაციის მიღებას იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი ორგანიზაცია საიდან და რისთვის ფინანსდება. ძალიან მნიშვნელოვანია 29 აპრილს გასამართი ღონისძიება და მოვუწოდებთ ყველას, მონაწილეობა მიიღონ ამ ღონისძიებაში",- თქვა პრემიერმა.
მობაილბანკის სექტემბრის განახლებები - კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
ჯანმო-მ ჯერ კიდევ არ მიიღო საჭირო განმარტება რუსეთისგან ჭირით შესაძლო გარდაცვალების შესახებ
პროკურატურამ სერგი ყანჩელის წამების და გაუპატიურების შესახებ განცხადებაზე, გამოძიება დაიწყო
მათიკაშვილი ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე - ამ ყველაფერს გააჩნია ჩალის ფასი
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)