|
2024-04-23 12:57:02, 475 ნახვა
პოლიტიკა
ვაშაძე - ვის უტარებთ აქციას, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მიდიხართ? - დამთავრებულია თქვენი საქმე!
მივმართავ ივანიშვილს, კობახიძეს, მდინარაძეს - ვის უტარებთ აქციას? საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მიდიხართ? გეშინიათ, სუსტები ხართ, დამთავრებულია თქვენი საქმე! - ამის შესახებ სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. ვაშაძე "ქართული ოცნების" მიერ 29 აპრილს დაანონსებულ შეკრებას ეხმაურება და ამბობს, რომ მმართველ პარტიას ხალხი დედაქალაქში იძულებით ჩამოჰყავს. "29 აპრილს ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტა საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს. რას აპროტესტებთ?! რისთვის კრებთ ხალხს, იძულებით რომ ჩამოგყავთ ეს ადამიანები თბილისში. პირდაპირ ვამბობ, ეს თქვენი სისუსტის მაჩვენებელია. რას ითხოვთ ევროკავშირში არ შევიდეთ?! თუ აპროტესტებთ და კონტრაქციას უკეთებთ იმ გულწრფელ ახალგაზრდებს, რომლებსაც უნდათ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება?! ან თუ გგონიათ ახლა ვინმე დაიჯერებს, რომ თვითდინებით ეს ადამიანები მოდიან. ყველამ კარგად იცის, რომ იძულებით გინდათ საჯარო მოხელეები ჩამოიყვანოთ. ეს არის თქვენი სისუსტის მაჩვენებელი და მეტი არაფერი. უფრო მეტიც, როდესაც ამას აკეთებ საკომიტეტო მოსმენის პარალელურად, რომელიც სავარაუდოდ, ორშაბათს იქნება, 29-ში - ეს ნიშნავს, რომ პირდაპირ პროვოკაციაზე მიდიხარ, მაგრამ ერთი რამ იცოდეთ, თქვენი აღარავის აღარ ეშინია, დამთავრებულები ხართ. თქვენ ხართ საერთოდ რეალობას მოწყვეტილი ადამიანები, რომლებიც ფიქრობთ მხოლოდ თქვენს თავზე. ახლა მინდა საჯარო მოხელეებს მივმართო - მაგრად იყავით, ჩემო კარგებო, ძალიან ცოტა დარჩა ივანიშვილის პარტიას. თუ ვინმე გაშინებთ, თუ ვინმე გაშანტაჟებთ დაგვიკავშირდით, ჩვენ დავდგებით თქვენს გვერდით. თუ ვინმე მოგთხოვთ განცხადების დაწერას, სამსახურიდან წასვლასთან დაკავშირებით, არცერთ შემთხვევაში არ მოაწეროთ ამ განცხადებას ხელი და ჩვენ თქვენს უფლებებს დავიცავთ და ვინც საჯაროდ გამოხვალთ და ღიად იტყვით, როგორ გაშანტაჟებენ, მერწმუნეთ, ქვეყანა, ერი, ქართველი ხალხი, ყველა დაგიფასებთ ამ გმირულ ქმედებას. მე ძალიან კარგად ვიცი, რამდენად მძიმეა თქვენი დღევანდელი მდგომარეობა იმიტომ, რომ ბევრი ინფორმაცია მოგვდის ამასთან დაკავშირებით, მაგრამ იცოდეთ, რომ ჩვენ თქვენს გვერდით ვართ. ევროკავშირი იმიტომ გვინდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ, ევროკავშირის წევრ საქართველოში, ეს იძულებები და უბედურებები, რაც დღეს ხდება, დასრულდეს",- განაცხადა ვაშაძემ. შეგახსენებთ, გუშინ, 22 აპრილს "ქართულმა ოცნება" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ, მმართველი პარტიის ორგანიზებით, "საყოველთაო-სახალხო შეკრება" გაიმართება.
ჯანმო-მ ჯერ კიდევ არ მიიღო საჭირო განმარტება რუსეთისგან ჭირით შესაძლო გარდაცვალების შესახებ
პროკურატურამ სერგი ყანჩელის წამების და გაუპატიურების შესახებ განცხადებაზე, გამოძიება დაიწყო
მათიკაშვილი ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე - ამ ყველაფერს გააჩნია ჩალის ფასი
საქართველოს ბანკმა, ბიზნესის მხარდასაჭერად, IFC-სგან 118 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)