13:28 - 08 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-23 09:54:23, 434 ნახვა

პოლიტიკა
როთი - მოვიწვიე ლევან იზორია, რათა მასთან დაგეგმილ „აგენტების კანონზე“ ვისაუბრო

მე მოვიწვიე ლევან იზორია, რათა მასთან დაგეგმილ „აგენტების კანონზე“ ვისაუბრო, - ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი სოციალურ ქსელში წერს.

როთის თქმით, ის მხარს უჭერს მოქალაქეებს, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ" კანონპროექტს აპროტესტებენ და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ეს ყველაფერი საქართველოს ევროკავშირის გზას საფრთხეს უქმნის.

„მხარს ვუჭერ ქართული სამოქალაქო საზოგადოების მრავალპარტიულ პროტესტს: კანონი ევროკავშირის ღირებულებებთან შეუთავსებელია და საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას“, - წერს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯანმო-მ ჯერ კიდევ არ მიიღო საჭირო განმარტება რუსეთისგან ჭირით შესაძლო გარდაცვალების შესახებ
პროკურატურამ სერგი ყანჩელის წამების და გაუპატიურების შესახებ განცხადებაზე, გამოძიება დაიწყო
მათიკაშვილი ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე - ამ ყველაფერს გააჩნია ჩალის ფასი
საქართველოს ბანკმა, ბიზნესის მხარდასაჭერად, IFC-სგან 118 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics