|
2024-04-22 12:58:57, 415 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - „მამული, ენა, სარწმუნოება“ - ეს არის ტრიადა - როდესაც ცდილობენ რაღაცები შეგვიცვალონ, ამას ქართველი არასდროს დაუშვებს
დიდი ილიას სიტყვები - "მამული, ენა და სარწმუნოება" - ეს არის ტრიადა, ქვაკუთხედი ქართველის დამოკიდებულებისა საკუთარი სამშობლოს და მისი განცდის წინაშე. როდესაც ცდილობენ აქ რაღაცები შეგვიცვალონ, ამას ქართველი კაცი და ქართველი ქალი არ დაუშვებს არასდროს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, საქართველო დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოა, რომელსაც ამაყი ხასიათი გააჩნია. "დიდი ილიას სიტყვები - "მამული, ენა და სარწმუნოება" - ეს არის ტრიადა, ქვაკუთხედი ქართველის დამოკიდებულებისა საკუთარი სამშობლოს და მისი განცდის წინაშე. როდესაც ცდილობენ აქ რაღაცები შეგვიცვალონ, ამას ქართველი კაცი და ქართველი ქალი არ დაუშვებს არასდროს. როდესაც ჩვენ ამ მიმართულებით მივდივართ, როდესაც ჩვენ ვითხოვთ და უზრუნველვყოფთ გამჭვირვალობას, დემოკრატიულობას და იმას, რაზეც დგას ჭეშმარიტი, ქრისტიანული ევროპა, მაგალითად, ამ დროს ვხედავთ, რომ ინფორმირებულობას, გამჭვირვალობას, თქვენს უფლებას, რომ თქვენთვის ყველაფერი დეტალურად იყოს ცნობილი, არქმევენ რუსულ საქმეს. ბუნებრივია, ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ის, რაც შეიძლება ჩვენი მეგობარი ქვეყნებისთვის, შეიძლება ჩვენთვისაც და ჩვენ ამას უზრუნველვყოფთ იმიტომ, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც გააჩნია თავისი ამაყი ხასიათი და რომელმაც ამ დღემდე მოიტანა ქართული ენა, მოიტანა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სარწმუნოება და სარწმუნოებამ მოიტანა ქართული იდენტობა, რომელიც არასდროს მოკვდება ვიდრე სამყარო იარსებებს და ჩვენ ამ რწმენით, ამ დამოკიდებულებით გავაგრძელებთ კანონების წერასაც, მის მიღებასაც და დარწმუნებული ვარ, თქვენი მხარდაჭერა იქნება ამაში გადამწყვეტი, რისთვისაც მადლობა მინდა გადაგიხადოთ“,- თქვა მდინარაძემ ქუთაისში, "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაზე.
ჯანმო-მ ჯერ კიდევ არ მიიღო საჭირო განმარტება რუსეთისგან ჭირით შესაძლო გარდაცვალების შესახებ
პროკურატურამ სერგი ყანჩელის წამების და გაუპატიურების შესახებ განცხადებაზე, გამოძიება დაიწყო
მათიკაშვილი ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე - ამ ყველაფერს გააჩნია ჩალის ფასი
საქართველოს ბანკმა, ბიზნესის მხარდასაჭერად, IFC-სგან 118 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)