|
2024-04-22 12:38:46, 440 ნახვა
პოლიტიკა
ოხანაშვილი - განსხვავებული ცხოვრების წესი არ არის შეზღუდული, თუმცა ლგბტ საკითხების პროპაგანდა აკრძალული უნდა იყოს
განსხვავებული ცხოვრების წესი არ არის შეზღუდული, თუმცა ლგბტ საკითხების პროპაგანდა აკრძალული უნდა იყოს,- ამის შესახებ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. როგორც ოხანაშვილმა თქვა, საკითხის განხილვას ოპოზიციის წარმომადგენლებმა ბოიკოტი გამოუცხადეს. "მოგეხსენებათ, დღეს ვიწყებთ საყოველთაო სახალხო განხილვებს კონსტიტუციის გადასინჯვის შესახებ. იცით, რომ საკითხი უკავშირდება ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის საკითხს. ჩვენი ამოცანაა, რომ ჩვენს საზოგადოებას მივაწოდოთ მაქსიმალური ინფორმაცია, თუ რა სამართლებრივ რეგულირებასთან გვაქვს საქმე. ვიწყებთ დასავლეთ საქართველოთი, ვიწყებთ ქუთაისით და შესაბამისად, მთელი კვირის განმავლობაში მოვივლით ყველა შესაბამის ქალაქს და ჩვენს საზოგადოებას მივაწვდით მაქსიმალურ ინფორმაციას. სამწუხაროა, რომ ოპოზიციის მთელმა რიგმა წარმომადგენლებმა ბოიკოტი გამოუცხადეს ამ განხილვას. ეს მიანიშნებს მათ ღირებულებებზე, იმაზე, რომ მათ საზოგადოებისთვის სათქმელი ბევრი არ აქვთ, თუმცა ჩვენ ჩვენს ხალხთან ერთად უზრუნველვყოფთ იმას, რომ ეს საკითხები იყოს მაქსიმალურად გაშლილი, რომ ლგბტ პროპაგანდა არის მიუღებელი. ეს რა თქმა უნდა, არ ნიშნავს ვინმეს უფლებაში უხეშად ჩარევას და ვინმეს უფლების შეზღუდვას. განსხვავებული ცხოვრების წესი არ არის შეზღუდული, თუმცა მიგვაჩნია, რომ ლგბტ საკითხების პროპაგანდა ჩვენს ქვეყანაში უნდა იყოს აკრძალული",- თქვა ოხანაშვილმა. "ექსპრესნიუსი" ემიჯნება პოლიტიკოსების მიერ გაკეთებულ ჰომოფობიურ და შეუწყნარებელ განცხადებებს.
ჯანმო-მ ჯერ კიდევ არ მიიღო საჭირო განმარტება რუსეთისგან ჭირით შესაძლო გარდაცვალების შესახებ
პროკურატურამ სერგი ყანჩელის წამების და გაუპატიურების შესახებ განცხადებაზე, გამოძიება დაიწყო
მათიკაშვილი ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე - ამ ყველაფერს გააჩნია ჩალის ფასი
საქართველოს ბანკმა, ბიზნესის მხარდასაჭერად, IFC-სგან 118 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)