2024-04-19 15:15:26, 233 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - შეიძლება რაღაცაში ვცდებით, ადამიანები ვართ, მაგრამ მეგობარი რომ ხარ, უნდა მითხრა კონკრეტული არგუმენტები, სად ვუშვებ შეცდომას
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ქვეყანას 2012 წლიდან მართავს და ვერავინ მოიყვანს ვერცერთ მაგალითს, რომ ხელისუფლებას ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯი გადაედგას,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. მისი თქმით, აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს გამჭვირვალობა ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას ან ევროპულ მომავალს. „კიდევ ერთხელ გავიმეორებ: შეიძლება რაღაცაში ვცდებით, ადამიანები ვართ და ყველას მოგვდის შეცდომა - შენ რომ ჩემი მეგობარი ხარ, უნდა მითხრა კონკრეტული არგუმენტები, სად ვუშვებ შეცდომას ან რატომ შეიძლება ჩემს მიერ გადადგმული ნაბიჯი იყოს ცუდი. როდესაც არანაირი არგუმენტი არ გაქვს, თუ რატომ შეიძლება იყოს ცუდი გამჭვირვალობა, შეეწინააღმდეგოს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, აბსურდია და აბსოლუტურად გაუგებარია“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ქვეყნის დამოუკიდებლობა და მისი კიდევ უფრო გამყარება პრინციპულად მნიშვნელოვანია. „ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა, რისთვისაც იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები, რისთვისაც 9 აპრილს დაიღუპნენ გმირები. დამოუკიდებლობისთვის ვიბრძოდით და ეს დამოუკიდებლობა უნდა გავამყაროთ, შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ. ასე გვინდა ჩვენ ევროპა. რაიმეს ხომ არ ვიგონებ -იმასაც გვეუბნებოდნენ, სააკაშვილი თუ არ გამოუშვით, ევროპას შორდებით და ვერ გახდებით ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაო. იგივე ხდებოდა სანქციებთან, მეორე ფრონტთან დაკავშირებით. ხომ გვახსოვს ეს ყველაფერი? ჩვენ 2012 წლიდან ვართ ხელისუფლებაში, ვმართავთ ქვეყანას, რაც ქართველი ხალხის არჩევანია. ვერ მოიყვანთ ვერცერთ მაგალითს, რომ გადაგვედგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც ჩვენს სახელმწიფოებრიობას ან თუნდაც ევროპულ მომავალს ეწინააღმდეგებოდეს“, - აღნიშნა თბილისის მერმა. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), პარლამენტთან ვითარება ისევ დაძაბულია, პროტესტის მონაწილეებმა ბარიკადები აღმართეს - ვიდეო
Anonymous ადასტურებს, რომ ქართული ოცნებისა და პოს ტვ-ის ვებგვერდები მათ წაშალეს
ჯანდაცვა - აქციაზე დაშავებული 8 სამოქალაქო პირის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა - ადგილზე მობილიზებულია 20 ბრიგადა
მამუკა მდინარაძე ლევან ხაბეიშვილზე - რაც არ უნდა მიუღებელი იყოს პოლიტიკოსი, მისი დაზიანებული სახის ყურება არის ძალიან უსიამოვნო, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ მას არ დაესხნენ თავს, ის თვითონ იყო თავდასხმის ინიციატორი
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 469 840-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 468 720-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ოდესაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას, სულ მცირე, 4 ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|