|
2024-04-19 13:13:47, 336 ნახვა
საზოგადოება
გომელაური - ცნობიერების ამაღლების მიზნით, ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლას და მის მავნე ზემოქმედებას არაერთი სატელევიზიო და რადიო ეთერი დაეთმო
ბოლო 2 წლის განმავლობაში ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განახორციელა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, საზოგადოების ინფორმირების მიზნით, მუდმივ რეჟიმში იმართებოდა ბრიფინგები ნარკოდანაშაულისა და ნარკორეალიზატორებთან ბრძოლის მიმართულებით განხორციელებული აქტივობებისა და მიღწეული შედეგების შესახებ. „კრიმინალურ-დოკუმენტურ სერიალ - „პოლიციის ფაილების“ არაერთი სერია მიეძღვნა ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლას, მის შედეგებს, ნარკოტიკების მოხმარების შედეგად მიღებულ ზიანს და საფრთხეებს, სერიებში განხილული იყო, როგორც კომპლექსურად ჩატარებული ოპერაციები, ასევე, ნარკორეალიზატორებთან წარმატებული ბრძოლის შედეგების საფუძველზე არაერთი ნარკორეალიზატორის დაკავების ფაქტი. საზოგადოებაში მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით, ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლას და მის მავნე ზემოქმედებას არაერთი სატელევიზიო და რადიო ეთერი დაეთმო. ასევე, ევროკავშირის მხარდაჭერით მომზადდა მხატვრული და გრაფიკული ვიდეორგოლები, საინფორმაციო ბანერები, რომელმაც მოიცვა, როგორც სატელევიზიო სივრცე, ასევე, სოციალური ქსელი“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა. როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, ბოლო 2 წლის განმავლობაში ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები, საქართველოს მასშტაბით 100-მდე სკოლაში, 5000-მდე მოსწავლესთან გაიმართა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები სკოლის მოსწავლეებთან განიხილავდნენ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების საფრთხეებსა და მძიმე შედეგებს. გარდა ამისა, აღნიშნულ თემაზე საუბარი გაიმართა საზაფხულო ბანაკებში, სადაც სხვა თემებთან ერთად ნარკოტიკების საკითხი აქტუალური იყო. ბანაკებში ახალგაზრდებთან შეხვედრებს, მთელი ზაფხულის განმავლობაში ყოველკვირეული ხასიათი ჰქონდა“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)