15:23 - 08 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-18 13:25:25, 399 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - სალომე ზურაბიშვილმა უჩივლა საკუთარ ხელისუფლებას უცხო ქვეყნის ხელისუფლებასთან

გუშინ კიდევ საერთოდ სასწაული მოხდა, როდესაც სალომე ზურაბიშვილმა უჩივლა საკუთარ ხელისუფლებას უცხო ქვეყნის ხელისუფლებასთან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი არ მიიჩნევს თავს იმ ინსტიტუციების ნაწილად, როგორიც არის პოლიცია.

„ვნახეთ, ამ დღეებში როგორ ღირსეულად მოქმედებდა პოლიცია. ამიტომ არის ნდობა საზოგადოებისა პოლიციის მიმართ ასეთი მაღალი. გუშინ კიდევ საერთოდ სასწაული მოხდა, როდესაც სალომე ზურაბიშვილმა უჩივლა საკუთარ ხელისუფლებას უცხო ქვეყნის ხელისუფლებასთან. გასაგებია, როდესაც ვსაუბრობთ ევროკავშირზე, მაგრამ რა შუაში იყო საფრანგეთის პრეზიდენტი, ვერავინ ახსნის. დღესდღეობით ევროკავშირის პრეზიდენტობა აქვს ბელგიას. თუ მაინც და მაინც ევროკავშირზე იყო საუბარი, ბელგიის ხელმძღვანელისთვის უნდა მიემართა. ახლა საფრანგეთის პრეზიდენტი, ეტყობა მისი ყოფილი მოქალაქეობიდან გამომდინარეობს. რა შუაში იყო საერთოდ საფრანგეთის პრეზიდენტი საერთოდ ვერ ვხვდები და დამოკიდებულება, რომ ადამიანი, რომელსაც აქვს ის თანამდებობა, რომელიც ქალბატონ სალომეს, უჩივის თავის ქვეყნის, ხალხის ხელისუფლებას სხვა ხალხის ხელისუფლებასთან. არათუ საქართველოს სუვერენიტეტი არ ესმის, საერთოდ სახელმწიფოს სუვერენიტეტი არ ესმის, ამას აჩვენებს საერთო ჯამში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სტრატეგიული პარტნიორია
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ლევან სანიკიძე - დღეს საქართველოში პოლიტიკა მკვდარია - ამ დროს ისევ გრძელდება მარჩიელობა, კობახიძეს მოხსნიან თუ არა
მობაილბანკის სექტემბრის განახლებები - კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics