03:26 - 30 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-16 16:12:16, 233 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის ეროვნული თავდაცვის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის ეროვნული თავდაცვის კომიტეტს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტრმა კომიტეტის დელეგაციასთან, რომელსაც ეროვნული თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ჰულუსი აკარი ხელმძღვანელობდა, ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობა განიხილა.

„ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის ყოფილ მინისტრსა და კომიტეტის მოქმედ თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა საქართველოსა და თურქეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის. მინისტრმა ხაზი გაუსვა ჩვენი ქვეყნის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის მტკიცე პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას.

თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის ეფექტიანი თანამშრომლობა რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ერთ-ერთი წინაპირობაა. ამ კონტექსტით ყურადღება გამახვილდა სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში მნიშვნელოვანია გამოცდილების გაზიარება, სამხედრო საგანმანათლებლო შესაძლებლობების შეთავაზება, ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური დახმარება, რაც აძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას და ზრდის თავდაცვის ძალების ნატოს სტანდარტებთან თავსებადობას.

საუბარი შეეხო სამმხრივ თანამშრომლობას, რაც მიზნად ისახავს რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცებას.

თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის მინისტერიალს წელს საქართველო უმასპინძლებს.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის ეროვნული თავდაცვის კომიტეტის წარმომადგენლები საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებსაც შეხვდებიან”, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ორი დათვლის მეთოდით, მმართველი პარტიის მხარდასაჭერად 112 ათასიდან 126 ათასი ადამიანი გამოვიდა
ხაზარაძე - ივანიშვილმა აღიარა, რომ მისი პარტიისთვის ევროკავშირი „გლობალური ომის პარტიაა“
ივანიშვილი - ამ პროცესებით ხელისუფლებას არაფერი დააკლდება გარდა იმისა, რომ გლობალურ ომის პარტიას გავანაწყენებთ, რომელსაც მეორე ფრონტის არგახსნის გამო, წყენა ისედაც არ აკლია
ივანიშვილი - გრძელდება დაჟინებული ზეწოლა ხელისუფლებაზე სასამართლოს ხელში ჩასაგდებად, რომელიც იქამდე გაგრძელდება, ვიდრე წარმატების იმედს ბოლომდე არ დაკარგავენ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics