|
2024-04-16 14:35:18, 308 ნახვა
საზოგადოება
გლდანის პატარა ტბის გარშემო რეკრეაციული სივრცე ეწყობა
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური გლდანის პატარა ტბის გარშემო რეკრეაციულ სივრცეს აწყობს. მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. პროექტი ითვალისწინებს ტბის გარშემო საფეხმავლო და საველოსიპედო ბილიკების მოწყობას „ხედავთ ირგვლივ რა მდგომარეობაა. პროექტის ფარგლებში მთლიანად მოწესრიგდება ტბის გარშემო არსებული სივრცე, რომელიც დაახლოებით 4 ჰექტარია, ასევე, ტბა გაიწმინდება, ტბის ირგვლივ მოეწყობა სასეირნო ბილიკი, იქნება დასასვენებელი და სავარჯიშო სივრცეები, მოეწყობა საკალათბურთო და საფეხბურთო მოედნები. ვფიქრობ, გლდანელებისთვის იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, საინტერესო სივრცე. აღნიშნული სამუშაოები მომდევნო წლის ზაფხულში უნდა დასრულდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ. პროექტის თანახმად, ტერიტორიაზე ასევე მოეწყობა საჩრდილობლები, საბავშვო მოედანი, ცხოველებისთვის განკუთვნილი სივრცე, განთავსდება სკამები და ურნები. გარდა ამისა, ტბაზე გაივლის საინტერესო დიზაინის პირსი, საიდანაც შესაძლებელი იქნება, ფრინველებსა და გარემოზე დაკვირვება. ამასთანავე, პარკი ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. ტერიტორიაზე დაირგვება სხვადასხვა სახეობის ნერგი, დაითესება ბალახი, მოეწყობა სარწყავი სისტემები, მოეწყობა ტერასული გამწვანება, რომელიც ბუნებრივად ერწყმის არსებულ ლანდშაფტს. პროექტის ღირებულება 10 მილიონ ლარს შეადგენს. რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოები 2025 წლის ზაფხულში დასრულდება. თბილისის მერთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდნენ დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ტოგონიძე, გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე და მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)