02:28 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-11 15:34:47, 379 ნახვა

პოლიტიკა
მელია მდინარაძეს - სადაც მოხელეებს ითრევთ დეზინფორმაციის ტირაჟირებაში, სხვასაც მოსთხოვდით - ეტყობა, გაგიჭირდათ

ჯერ ერთი, ეტყობა, გაგიჭირდათ, თორემ მორალი ნამდვილად არ დაგიშლიდათ, სადაც საჯარო მოხელეებს ითრევთ დეზინფორმაციის ტირაჟირებაში, სხვასაც მოსთხოვდით, - ასე ეხმაურება პარტია "ახალის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებას.

მელიას თქმით, "ეს ქვეყანა ყველასია, ევროპული მომავალი, ეროვნული არჩევანი და ეს კანონი ეხება ყველას, ვისაც ევროპა უნდა".

"ჯერ ერთი, ეტყობა გაგიჭირდათ, თორემ მორალი ნამდვილად არ დაგიშლიდათ, სადაც საჯარო მოხელეებს ითრევთ დეზინფორმაციის ტირაჟირებაში, სხვასაც მოსთხოვდით.

ექიმებო, პაციენტებს მიხედეთ; მსახიობებო, სპექტაკლი ითამაშეთ; მოცეკვავეებო, იცეკვეთ; მომღერლებო, იმღერეთ; ფეხბურთელებო, ბურთი აგორავეთ, ქვეყნის ბედს კი, ჩვენ განგისაზღვრავთ, ამბობს მდინარაძე.

ეს ქვეყანა ყველასია, ევროპული მომავალი, ეროვნული არჩევანია, ეს კანონი გვეხება ყველას, ვისაც გვინდა ევროპა", - წერს ნიკა მელია.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ სპორტსმენებს მოუწოდა, რომ "არ ჩაერიონ პოლიტიკაში და აკეთონ ის საქმე, რაშიც გმირები არიან".

"ეროვნული ნაკრებიდან მინიმუმ ნახევარი რომ გამოსულიყო და მხარდამჭერი "პოსტები" დაედო, გაგვიჭირდებოდა?​ არ ვკადრულობთ",- განაცხადა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics