|
2024-03-05 15:19:49, 768 ნახვა
საზოგადოება
მდინარაძე - ჟურნალისტების ნაწილი მიეჩვია, რომ მოიტყუება და გატარდა ეს თემა - უნდა ვიზრუნოთ, რომ ეს ტყუილები ვამხილოთ
დღეს პრემიერ-მინისტრს ჰკითხეს, ეს ხომ არ არის ჟურნალისტების გაჩუმების მცდელობა - სიცრუის აკრძალვის მცდელობაა ეს და არა მხოლოდ მცდელობა, შედეგიც იმიტომ, რომ ჟურნალისტების ნაწილი მიეჩვია იმას, რომ მოიტყუება და გატარდა ეს თემა. ალბათ, ცოტა მეტი დრო რომ მქონდეს, ყველა ჩვენგანმა ყოველ დღე უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ დავსხდეთ და ეს ტყუილები ვამხილოთ,- ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ. ჟურნალისტის კითხვას, სააპელაციო სასამართლოს მიერ პრემიერ-მინისტრის დედის, თამარ ზაალიშვილის სარჩელზე „ტვ პირველის“ გამამტყუნებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ. მდინარაძის თქმით, „თამარ ზაალიშვილმა „ტვ პირველი“ სიცრუეში კიდევ ერთხელ ამხილა". „ქალბატონმა, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობ და რომელიც არის უპატიოსნესი ადამიანი და ზეპროფესიონალი თავისი საქმის, არ დატოვა უყურადღებოდ ეს საკითხი და ძალიან კარგიც ქნა, რომ კიდევ ერთხელ ამხილა „ტვ პირველი“ იმ სიცრუეში, რასაც კადრულობენ დღენიადაგ, რაც იკადრეს აგერ შაბათს და როგორი მოკლე ფეხი აღმოაჩნდა ამ ტყუილს ცესკოს თავმჯდომარესთან მიმართებაშიც, სამდღიანი ტყუილი აღმოჩნდა და გაირკვა, რომ თურმე ყველაფერი წესრიგშია, თურმე იტყუება კვლავ „ტვ პირველი“, რაც გაუკეთებია არაერთხელ და ეს ხანდახან უნდა ვამხილოთ მართლაც. თუმცა, ძალიან ხშირად ხდება ისე, რომ გატარება გვიწევს ხოლმე ამ საკითხების იმიტომ, რომ ყოველდღე იტყუებიან და ყოველდღე საჩივრებს ხომ არ დავუწერ, მაგრამ ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, ის რომ დაჯდე, დაამუშაო სარჩელი და ამხილო ეს ხალხი ამ ტყუილში და იმ ძალიან ცუდ საქციელში, რაც ამ ტყუილს მოსდევს ხოლმე და რისი კამპანიებიც აქვთ დალაგებული“,- თქვა მდინარაძემ.
ჯანდაცვის მინისტრმა სარჯველაძემ ბათუმის რესპუბლიკურის ემერჯენსის ხელმძღვანელი ჯუმბერ ბოლქვაძე გულგრილობაში დაადანაშაულა
პატიმარი გიორგი დავითაძე - გამაუპატიურეს, 10-მა კაცმა, ბადრაგებმა
პენიტენციური სამსახური უარყოფს, რომ გიორგი დავითაძე ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა გააუპატიურეს
სექტემბერში, დიზელი წლიურად 54%-ით გაძვირდა, ბენზინი - 30%-ით
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)