|
2024-02-20 15:01:57, 832 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე ნადირაძეზე - საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს
თბილისის მერი კახა კალაძე ტყუილს და არასწორ ინფორმაციას უწოდებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ნადირაძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ დედაქალაქის მერიამ 2023 წელს 200 მლნ ლარზე მეტი ვერ აითვისა. როგორც მან ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა, ნადირაძე საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს. „ეს არის ტყუილი და არასწორი ინფორმაცია. ის ცდილობს, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს. ძალიან მარტივადაა ყველაფერი გაწერილი: 100 მლნ არის გადაჭარბებული შემოსავლები ბიუჯეტში, რაც უბრალოდ ვერ დაიგეგმებოდა. მინდა, ჩემს თანამშრომლებს მადლობა გადავუხადო, ეს ძალიან კარგი და მისასალმებელია. რაც შეეხება დარჩენილ 100 მლნ-ს, ეს არის გარდამავალი პროექტები - წერეთლის გამზირი, ვაკის პარკი და ასე შემდეგ, ის პროექტები, რომლებიც დაკონტრაქტებული იყო, სამუშაოები დაწყებული იყო და წელს უნდა დასრულდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
კობახიძე - წელიწად-ნახევარი დაგვჭირდა, რომ ზედა ეშელონებში ყველა სახელმწიფო უწყება გავათავისუფლეთ კორუფციისგან
კონრად-ადენაუერის ფონდი პაპუაშვილის განცხადებას უარყოფს: „მსგავს საუბარს ადგილი არ ჰქონია“
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისთვის ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დაწესებული სანქციები „საინტერესო არ არის“
უკრაინამ 24 საათის განმავლობაში Yandex-ის მეორე მონაცემთა ცენტრს დარტყა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)