|
2024-02-19 17:45:17, 618 ნახვა
მსოფლიო
Reuters - ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ისრაელს აფრთხილებენ, რომ რაფაჰზე შეტევა კატასტროფულ შედეგებს მოიტანს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ისრაელს აფრთხილებენ, რომ ქალაქ რაფაჰზე შეტევა კატასტროფულ შედეგებს მოიტანს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხაილ მარტინმა აღნიშნა, რომ რაფაჰზე თავდასხმა „აბსოლუტურად კატასტროფული და არაკეთილსინდისიერი იქნება". ამასთან, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ოპერაციის დროს მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის თავიდან აცილება შეუძლებელია. „ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ისრაელზე ზეწოლა, რომ ვაიძულოთ, გაიგოს, რომ რაფაჰის ქუჩებში იმდენად ბევრი ხალხია, მშვიდობიან მოქალაქეებში მსხვერპლის არიდება შეუძლებელი იქნება. ეს კი, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება ჰუმანიტარული სამართლის პატივისცემას“, - განაცხადა ბორელმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)