|
2024-02-19 09:14:11, 776 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - როდესაც „ნაცმოძრაობა“ ებრძოდა ყველაფერ ქართულს, ივანიშვილმა მაშინ გადაარჩინა ქართული სულიერება „ნაცებისგან“
როდესაც „ნაცმოძრაობა“ ებრძოდა ყველაფერ ქართულს, იდენტობას, ამბიონებზე უვარდებოდნენ მღვდლებს, ეკლესიებში ვარდებოდნენ, ბიძინა ივანიშვილმა მაშინ გადაარჩინა ქართული სულიერება „ნაცებისგან", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, „მილიონობით დოლარი იხარჯება შეკვეთილ სტატიებში იმისთვის, რომ ივანიშვილს დაარტყან". „შეკვეთილი სტატიები, ამერიკაში მოქმედი ე.წ. რუსული კანონი რომ დაარქვეს აქ, ამის თანახმად რომ გამოქვეყნდა დოკუმენტები, ეგ ხომ ვნახეთ, რომ საქართველოდან, უცხოეთიდან კონკრეტული შეკვეთები იყო, მილიონობით დოლარი იხარჯება ამაში იმისავის, რომ ბიძინა ივანიშვილს დაარტყან. სამ მილიარდ დოლარზე მეტი აქვს დახარჯული, ამ ქველმოქმედების ძირითადი 90-95 პროცენტზე მეტი ეკლესია-მონასტრების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე, კულტურის ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე, კულტურის და ხელოვნების მოღვაწეების დაფინანსებაზე და ამ მიმართულებით, ყველაფერზე, რაც ასოცირდებოდა ქართულ იდენტობასთან, მის შენარჩუნებასთან. როდესაც „ნაცმოძრაობა" ებრძოდა ყველაფერ ქართულს, იდენტობას, ამბიონებზე უვარდებოდნენ მღვდლებს, ეკლესიებში ვარდებოდნენ, ბიძინა ივანიშვილმა მაშინ გადაარჩინა ქართული სულიერება „ნაცებისგან“, - განაცხადა მდინარაძემ. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა შექმნა პრეცედენტი, „როგორ არ იყიდება ქვეყანა". „2 მილიარდზე, რომლითაც აშანტაჟებდნენ, ისე თავისუფლად ლაპარაკობენ ვიღაც-ვიღაცები და ისე არ აქცევენ ყურადღებას, თითქოს არაფერია. ადამიანები, რომლებიც თვეში 2 ათას დოლარად იყიდებიან ხოლმე, რომელიღაც მიმართულებიდან წამოსული ხელფასებით ანტიეროვნულ განცხადებებს აკეთებენ. ყოველდღე იყიდებიან თვეში ორიათას დოლარად, ასეთი ადამიანები აკრიტიკებენ და არაფრად მიაჩნიათ ის, რომ ორი მილიარდითაც კი ადამიანი ვერ დააშანტაჟეს. ამ ადამიანს საერთოდ არ გაუფიქრია, რომ ამ ორ მილიარდთან დაკავშირებით საქართველოს საწინააღმდეგო კი არა, რამე ელემენტარულ დათმობაზე და კომპრომისზე წასულიყო. არის თუ არა ეს ისტორიული მაგალითი, როგორ არ იყიდება ქვეყანა“, - თქვა მდინარაძემ „იმედის კვირასთან“.
ლილოს ნაგავსაყრელის გატანაზე კვლევები ტარდება
რეინვესტიციების გამორიცხვით, მიმდინარე ანგარიშის ბალანსი კვლავ დადებითი რჩება, თუმცა სახეზეა გარკვეული შენელება - TBC Capital
მთავრობა ტრანსპორტის ხმაურის ზღვრის 85-დან 100 დეციბალამდე აწევას განიხილავს
თიბისის მხარდაჭერით ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)