|
2024-02-18 19:51:34, 668 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სარჯველაძე სიკორსკის განცხადებაზე: დიდი ხნით ადრე დაგეგმილი შეფუთვის ერთ-ეტაპია, ზურაბიშვილი ცდილობს არგუმენტი ნახოს საიმისოდ, რომ ჩაიდინოს მოღალატეობრივი ნაბიჯი, რასაც ჰქვია მის მიერ სააკაშვილის შეწყალება
ვფიქრობ, ეს ყველაფერი არ გამოიყურება ისე, რომ ზურაბიშვილისთვისაც მოულოდნელობა ყოფილიყო. როგორც ჩანს ეს იყო დიდი ხნით ადრე კარგად დაგეგმილი შეფუთვის ერთ-ერთი ეტაპი და ახლა ცდილობს, რომ რაღაცა ფორმით ერთის მხრივ ეცადოს ქართულ საზოგადოებასთან არგუმენტი ნახოს საიმისოდ, რომ ჩაიდინოს მოღალატეობრივი ნაბიჯი, რასაც ჰქვია მის მიერ სააკაშვილის შეწყალება, - ასე ეხმიანება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის მიერ სალომე ზურაბიშვილის მისამართით გაკეთებულ განცხადებას, სადაც სიკორსკიმ აღნიშნა, რომ პატიმარ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაში სალომე ზურაბიშვილს დიდი წვლილის შეტანა შეუძლია. სარჯველაძის თქმით, რადოსლავ სიკორსკის ამგვარი განცხადება პრეზიდენტის მიმართ ყველაზე მინიმუმ ძალიან უხერხული დიპლომატიური სკანდალია. „ეს შეუთანხმებელი პოლიტიკის წარმოება არის აი ასეთ შედეგამდე მიმყვანი, შედეგებამდე რომელიც არის ყველაზე მინიმუმ ძალიან უხერხული დიპლომატიური სკანდალი, ასე შეგვიძლია დავარქვათ, იმიტომ, რომ თქმა იმისა, რომ უბრალოდ ქვეყნის სუვერენიტეტს და სამართლის უზენაესობას პატივს სცემ შეიძლება საკმარისი არ იყოს, როდესაც ამას აყოლებ, გარკვეულ შეკვეთებს აძლევ პრეზიდენტს შეწყალებასთან დაკავშირებით“ - განაცხადა სარჯველაძემ.
ლილოს ნაგავსაყრელის გატანაზე კვლევები ტარდება
რეინვესტიციების გამორიცხვით, მიმდინარე ანგარიშის ბალანსი კვლავ დადებითი რჩება, თუმცა სახეზეა გარკვეული შენელება - TBC Capital
მთავრობა ტრანსპორტის ხმაურის ზღვრის 85-დან 100 დეციბალამდე აწევას განიხილავს
თიბისის მხარდაჭერით ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)