12:05 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-18 14:18:57, 835 ნახვა

მსოფლიო
ფრანგების უმრავლესობა მხარს უჭერს უკრაინის დახმარების გაგრძელების ან გაზრდას, მათ შორის სამხედრო მიმართულებით

ფრანგების უმრავლესობას სურს შეინარჩუნოს ან გაზარდოს დახმარება, რომელსაც პარიზი უწევს უკრაინას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, იტყობინება AFP, იპსოსის გამოკითხვაზე დაყრდნობით, რომელიც ყოველკვირეული La Tribune de Dimanche-ის დაკვეთით არის გაკეთებული.

გამოკითხულთა 44% უკრაინისადმი ჰუმანიტარული დახმარების იმავე მოცულობით გაგრძელების მომხრეა, ხოლო კიდევ 32% მისი გაზრდის მომხრეა. 41% იარაღის მიწოდების გაგრძელების მომხრეა, 21% ზრდის მომხრეა, 38%-ის წინააღმდეგ. თუმცა, სამხედრო დახმარების მხარდამჭერთა რაოდენობა 2023 წლის ივნისთან შედარებით 10 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

ასევე, 70% მხარს უჭერს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, 30% ამჯობინებს მათ შემსუბუქებას. ფრანგების 46% მხარს უჭერს უკრაინელი ლტოლვილების მიღებას ამჟამინდელ დონეზე, ხოლო 19% არის კიდევ უფრო მეტი ლტოლვილის მიღების მომხრე. 35%-ს სურს საფრანგეთში უკრაინელი ლტოლვილების რაოდენობის შემცირება, რაც 11 პუნქტით მეტია 2023 წლის ივნისის მაჩვენებელზე.

გამოკითხვა ჩატარდა 13-დან 15 თებერვლამდე და მოიცავდა 18 წელზე უფროსი ასაკის 1000 ადამიანს საფრანგეთის ტერიტორიაზე.

ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა პარასკევს პარიზში ხელი მოაწერეს შეთანხმებას დახმარების გარანტიების შესახებ, რომლის მიხედვითაც საფრანგეთი ვალდებულებას იღებდა უკრაინას მიმდინარე კალენდარული წლის განმავლობაში 3 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღით მიაწოდოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანი წითლიძე- რაც არ უნდა ისაუბრონ რუსმა ქოცებმა თუ სკეპტიკოსებმა, 4 ოქტომბერი იყო ბრძოლის, წინააღმდეგობის და ქართველი ხალხის ერთობის დღე
პაპუასშვილი -დღეს 4 ოქტომბერია, როდესაც საქართველოს დამხობა სცადეს და თავად დაემხნენ
ლატვიის არჩევნები: პრემიერ-მინისტრის ბლოკმა ადგილების უმეტესობა მოიპოვა, პრორუსული პარტიები ისტორიას ბარდება
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics