|
2024-02-17 17:06:28, 810 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი „ლელოს“ დაპირებებზე - ეკონომიკური ვარდნა განიცადო და იქვე პენსიონერებს შესთავაზო 1000 ლარი პენსია, ეს არის ის თვალთმაქცობა და თაღლითობა,
პროპაგანდა, რომელსაც "ლელო" და ხაზარაძე ეწევა, ადამიანის ემოციაზეა მიმართული. ის ყოველთვის აცხადებდა, რომ პირველი მილიონი თუ მილიონები რუსეთის ფედერაციაში იშოვა და დღეს, გარკვეულ მეომრად გვევლინება რუსეთის წინააღმდეგ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ "ლელოს" დაპირებებზე საუბრისას განაცხადა, რომლის თანახმად, რუსეთისთვის სანქციების დაწესების პირობებში, პენსიები 1000 ლარამდე გაიზრდება. ვოლსკის თქმით, "ხაზარაძე ქვეყნის თვითდაზიანების პროპაგანდას ეწევა და ამ დაპირებებით საზოგადოებას არა მხოლოდ ეკონომიკურ განადგურებას, არამედ ფიზიკურ ნგრევას სთავაზობს. რუსეთისთვის სანქციების დაწესების პარალელურად პენსიების 1000 ლარამდე გაზრდა კი, მისი განცხადებით, თვალთმაქცობაა, რომელიც "ლელოს" ახასიათებს". "ომი, რომელსაც ხაზარაძე გვთავაზობს, არა მარტო ეკონომიკური განადგურებით შეიძლება დამთავრდეს, საქართველოს ეკონომიკურ განადგურებას გვთავაზობს პრაქტიკულად. ასევე უნდა ველოდოთ, რომ ოდესმე თუ ასეთი პოლიტიკა განხორციელდება, მოჰყვება არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ ფიზიკური ნგრევა ჩვენი ქვეყნის. შიდა დაძაბულობა, შიდა დაპირისპირებები, იმ ადამიანების დიდი არმიის წარმოქმნა, რომლებიც სერიოზულ ეკონომიკურ დარტყმას მიიღებენ - ეს არის თვითდაზიანების პროპაგანდა, რომელსაც ხაზარაძე ეწევა. არც ისე უჭკუოა, რომ ამას დაუფიქრებლად აკეთებდეს და მაინც, გათვლა კეთდება იმ ახალგაზრდებზე, ვინც შესაძლოა, სიღრმისეულად არ აანალიზებს ამ სიტუაციებს და ადამიანების იმ ჯგუფზე, ვინც ფიქრობს, რომ ეს არის სწორი გზა. ამავე დროს, ეკონომიკური ვარდნა, ნგრევა განიცადო და იქვე პენსიონერებს შესთავაზო 1000 ლარი პენსია, ეს არის ის თვალთმაქცობა, ის თაღლითობა, რომელიც ამ გუნდს და მის ლიდერებს ახასიათებს", - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
ლილოს ნაგავსაყრელის გატანაზე კვლევები ტარდება
რეინვესტიციების გამორიცხვით, მიმდინარე ანგარიშის ბალანსი კვლავ დადებითი რჩება, თუმცა სახეზეა გარკვეული შენელება - TBC Capital
მთავრობა ტრანსპორტის ხმაურის ზღვრის 85-დან 100 დეციბალამდე აწევას განიხილავს
თიბისის მხარდაჭერით ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)