|
2024-02-16 15:45:17, 621 ნახვა
პოლიტიკა
მათიკაშვილი „ლელოზე“ - საზოგადოებას აუხსნან როგორ შეიძლება ეკონომიკის 10%-იანი ვარდნის პირობებში პენსიები გაიზარდოს 1 000 ლარამდე
რადიკალიზმით და აგრესიული რიტორიკით გამორჩეულმა „ლელომ“ კიდევ იმით გამოიჩინა თავი, რომ ტყუილების და ცრუ დაპირებების კორიანტელი დააყენა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა. მათიკაშვილის თქმით, პარტია „ლელო“ ვალდებულია მისმა წარმომადგენლებმა საზოგადოებას აუხსნან როგორ შეიძლება ეკონომიკის 10%-იანი ვარდნის პირობებში პენსიები გაიზარდოს 1000 ლარამდე. „ერთ-ერთი გამორჩეული ტყუილია ის, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ისინი პენსიის 1000 ლარამდე გაზრდას ჰპირდებიან საზოგადოებას. ამავდროულად, ასევე განცხადებული პოზიცია აქვთ, რომ თუკი ისინი ხელისუფლებაში მოვლენ რუსეთს დაუწესებენ სანქციებს და მათთან შეწყვეტენ ეკონომიკურ ურთიერთობებს. ვალდებულია „ლელო“, მისი წარმომადგენლები გამობრძანდნენ და საზოგადოებას აუხსნან ამ პარადოქსულ ტყუილს როგორ ასაღებენ სიმართლედ, როგორ შეიძლება ეკონომიკის 10%-იანი ვარდნის პირობებში პენსიები გაიზარდოს 1000 ლარამდე“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)