15:18 - 09 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-16 15:26:10, 628 ნახვა

პოლიტიკა
ცაგარეიშვილი გვარამიაზე - კარებიდან გაგდებულებს ფანჯრიდან უნდათ გადმოძვრნენ და რაც დააკლეს იმ ავბედით წლებში საქართველოს, ბოლომდე მიიყვანონ

გვარამიას უნდა, რომ ფენიქსისებრ ამოვიდეს ჭაობიდან და  ადამიანებს აჩვენოს თავი, თითქოს ახალი ქართველია. კარებიდან გაგდებულებს ფანჯრიდან უნდათ გადმოძვრნენ და რაც დააკლეს იმ ავბედით წლებში საქართველოს, ბოლომდე მიიყვანონ, - ასე აფასებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გია ცაგარეიშვილი "მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას ინტერვიუს.

როგორც ცაგარეიშვილმა აღნიშნა, "პარლამენტის დაჩაგვრამ, სასამართლოს ფეხქვეშ გაგდებამ, მედიაზე წარმოუდგენელმა შტურმმა, სასამართლოს არარსებობამ და ა.შ. წარმოშვა გვარამია, როგორც მოვლენა და მისგან შექმნა მონსტრი, მათ შორის ადეიშვილის ხელის ბიჭი". 

"გვარამიას უნდა, რომ იმ კატასტროფულ წარსულს, საშინელ მოგონებებს დაუსხლტეს, დაივიწყოს,  ჩატოვოს წარსულში, სადღაც სააკაშვილთან მიაგდოს ფეხებთან, მაგრამ მეორე მხრივ, ეს არ შეუძლია ბოლომდე გააკეთოს. ის, რაც მან თქვა, რომ ჩაკეტილი იყო პოლიტიკური წრე, გაუქმებული იყო პარლამენტი, აღარ არსებობდა მედია, არ არსებობდა სასამართლო, სწორედ ამან დაბადა გირგვლიანი, ციხეებში პატიმრების უმაგალითო წამება, ამ ყველაფერმა ამოტყორცნა მათ შორის უსახელო გვარამია "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერად და სხვები. ამ უბედურებამ - პარლამენტის დაჩაგვრამ, სასამართლოს ფეხქვეშ გაგდებამ, მედიაზე წარმოუდგენელმა შტურმმა, მათ შორის ტელეკომპანია "იმედის“ დაპყრობამ, იქ ადამიანების მოროდიორობამ წარმოშვა გვარამია, როგორც მოვლენა და შექმნა მონსტრი მისგან, მათ შორის ხელის ბიჭი ადეიშვილის. თან გაურბის წარსულს, მაგრამ ეს წარსული მას ფეხებზე აქვს ხუნდებივით მოდებული და იმ უბედურებაში, ჯოჯოხეთში ითრევს. უნდა, რომ ფენიქსისებრ ამოვიდეს ჭაობიდან და  ადამიანებს აჩვენოს თავი, თითქოს ახალი ქართველია. კარებიდან გაგდებულებს ფანჯრიდან უნდათ გადმოძვრნენ და რაც დააკლეს იმ ავბედით წლებში საქართველოს, ბოლომდე მიიყვანონ“, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აიღეთ ციფრული Amex ბარათი და ისარგებლეთ სპეციალური პირობებით
ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭა გაეროს ყოფილ კომისარს ნავი პილაის
პაპუაშვილი - თუ ევროკავშირს უნდა საქართველო მისი წევრი გახდეს, ასეთი პარლამენტით ვერ მიგვიღებს
ლილოს ნაგავსაყრელის გატანაზე კვლევები ტარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics