|
2024-02-15 15:32:32, 715 ნახვა
პოლიტიკა
ჰერჩინსკი - მთავრობის პასუხისმგებლობა, ჩართოს მესამე სექტორი პროცესში - ეს მე-9 პირობაა და ის უნდა შესრულდეს
სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა საკანონმდებლო პროცესში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში არის საკვანძო მნიშვნელობის. ამიტომაა, რომ მე-9 პირობა სწორედ ამაზე საუბრობს, რომ ყველა პირობა მიეცეს სამოქალაქო სახოგადოებას, პროცესში მონაწილეობა მიიღოს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირი "ბედნიერია, რომ საქართველოს ცოცხალი სამოქალაქო საზოგადოება ჰყავს". "სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა საკანონმდებლო პროცესში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში არის საკვანძო მნიშვნელობის. ამიტომაა, რომ მე-9 პირობა სწორედ ამაზე საუბრობს, რომ ყველა პირობა მიეცეს სამოქალაქო სახოგადოებას, პროცესში მონაწილეობა მიიღოს. ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, რომ საქართველოს ჰყავს ძალიან ცოცხალი სამოქალაქო საზოგადოება და არსებობს ძალიან მრავალფეროვანი სამოქალაქო ორგანიზაციები. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ეს ორგანიზაციები მაქსიმალურად ჩაერთონ საკანომდებლო და გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ეს არის მთავრობის პასუხისმგებლობა, რომ მოძებნოს სხვადასხვა გზა, რომ ისინი ჩართოს პროცესში. გასულ წელს პოზიტიური პროცესი დაიწყო დისკუსიების სახით მთავრობასა და მესამე სექტორს შორის. სამწუხაროდ, გარკვეული მიზეზევის გამო, სამუშაო პლატფორმები ზოგიერთმა დიდმა ორგანიზაციამ დატოვა და ახლა ეს არის მთავრობის პასუხისმგებლობა, რომ მოძებნოს მათთან თანამშრომლობის გზა. ეს მეცხრე პირობაა და ის უნდა შესრულდეს", - განაცხადა ჰერჩნსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)