|
2024-02-15 14:36:12, 677 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - ზურაბიშვილმა ჩაიდინა ღალატი - სირცხვილია ასეთი მოქცევა ევროპაში გაზრდილი ქალბატონისგან
სალომე ზურაბიშვილმა ჩაიდინა ღალატი ჩვენი პარტიის თითოეული წევრის თვალში,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს პრეზიდენტს "არაფერი არ გაუკეთებია იმისთვის, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიეღო". "ჩვენი გადმოსახედიდან იგი არ ემსახურება ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს. მან უხეშად დაარღვია კონსტიტუცია არაერთგზის და სამწუხაროდ, აგრძელებს კონსტიტუციის დარღვევას. რა შეიძლება ამაზე გიპასუხოთ გარდა იმისა, რომ სირცხვილია! სირცხვილია ასეთი მოქცევა ევროპაში გაზრდილი ქალბატონისგან და ჩვენი გუნდის და ჩვენი პარტიის დამფუძნებლის პრეზიდენტისგან. ეს უნდა შევახსენო ქალბატონ სალომეს, რომ მისი რეიტინგი იყო 1% და ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და "ქართულმა ოცნებამ" იგი მოიყვანა პრეზიდენტად. ამის შემდეგ ამ ადამიანმა უღალატა როგორც ადამიანს, ასევე გუნდს, ასევე სახელმწიფოს ინტერესებს... მას არაფერი არ გაუკეთებია იმისთვის, რომ ქვეყანას მიეღო კანდიდატის სტატუსი. მისი მიზანი იყო, რამენაირად წაეღო დიდი მონაპოვარი - სტატუსი, რომელიც ჩვენ - ხელისუფლებამ მოვიტანეთ ხალხთან ერთად. მაგრამ რა თქმა უნდა, აქაც განიცადა ფიასკო. თავად აირჩია, დამდგარიყო რადიკალურ-ექსტრემისტული ოპოზიციის გვერდით და რა თქმა უნდა, მისი ხვედრიც იქნება შესაბამისი - ისიც იზეიმებს დიდ წაგებას ოპოზიციასთან ერთად",- თქვა პარტიის თავმჯდომარემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)