|
2024-02-15 14:30:37, 798 ნახვა
მსოფლიო
FT - უნგრეთმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-13 პაკეტის დამტკიცება დაბლოკა
უნგრეთმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მორიგი პაკეტი დაბლოკა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. Financial Times-ის ცნობით, ევროკავშირის ელჩების გუშინდელ შეხვედრაზე უნგრეთი ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელმაც მხარი არ დაუჭირა სანქციების რიგით მე-13 პაკეტს, რომლის ფარგლებშიც სანქციები რუსეთის, ჩინეთისა და სხვა ქვეყნების 200-მდე მოქალაქესა და ორგანიზაციას ეკისრებოდა. როგორც ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა გამოცემას განუცხადა, უნგრეთმა სანქციების ახალი პაკეტი, სიაში ჩინური კომპანიების ყოფნის გამო დაბლოკა. მიუხედავად ამისა, Financial Times-ი წერს, რომ აღნიშნულ საკითხზე დისკუსიები გაგრძელდება. ამასთან, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრები, სავარაუდოდ, ამ საკითხს მომავალ კვირას გამართულ შეხვედრაზე დააყენებენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)