15:19 - 09 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-15 14:14:32, 744 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი ხაზარაძეზე - როცა იგი საუბრობს ივანიშვილზე და მუქარებს აჟღერებს, როგორ ბედავს ასეთი განცხადებების გაკეთებას?!

როცა იგი საუბრობს ჩვენი პარტიის დამფუძნებელზე, ბატონ ბიძინა ივანიშვილზე და რაღაც მუქარებს აჟღერებს - ვინ არის საერთოდ ხაზარაძე?! პროკურორია ეს ადამიანი, თუ როგორ ბედავს საერთოდ ასეთი ტიპის განცხადებების გაკეთებას?!- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ღარიბაშვილმა "ლელოს" ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს "არარაობა" და "თაღლითობაში მხილებული ადამიანი" უწოდა.

"მინდა, კიდევ ერთხელ შეგახსენოთ ყველას, რომ ცნობილი პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობამ 2016 წელს მიანდო - ანაკლიის პორტს ვგულისხმობ - მან ჩააგდო ეს პროექტი, ვერ განახორციელა. მთავრობა ელოდა 5 თუ 6 წელი და ამის შემდეგ მინდა, ჩვენს ხალხს კიდევ ერთხელ შევახსენო -  ეს ადამიანი, ხალხო, წავიდა, სასამართლოში უჩივლა ჩვენს სახელმწიფოს ანუ თქვენ - ხალხს. ჩვენი ქვეყნისა და ხალხის გაძარცვა აქვს ამ ადამიანს გამიზნული. კიდევ ერთი - როცა იგი საუბრობს ჩვენი პარტიის დამფუძნებელზე, ბატონ ბიძინა ივანიშვილზე და რაღაც მუქარებს აჟღერებს - ვინ არის საერთოდ ხაზარაძე?! პროკურორია ეს ადამიანი, თუ როგორ ბედავს საერთოდ ასეთი ტიპის განცხადებების გაკეთებას?! რეპრესიებს აანონსებს ეს არარაობა, თაღლითობაში მხილებული ადამიანი. ამიტომ, ყველაფერი ჩვენთვის ნათელია",- თქვა ღარიბაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აიღეთ ციფრული Amex ბარათი და ისარგებლეთ სპეციალური პირობებით
ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭა გაეროს ყოფილ კომისარს ნავი პილაის
პაპუაშვილი - თუ ევროკავშირს უნდა საქართველო მისი წევრი გახდეს, ასეთი პარლამენტით ვერ მიგვიღებს
ლილოს ნაგავსაყრელის გატანაზე კვლევები ტარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics