|
2024-02-15 13:02:52, 665 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - საზოგადოების ისეთი დიდი მხარდაჭერა როგორიც დღეს „ქართულ ოცნებას“ აქვს, 2012 წლის შემდეგ არ ჰქონია
"ქართულ ოცნებას“ აქვს რეალური შესაძლებლობა, კონსტიტუციური უმრავლესობით მოვიდეს ხელისუფლებაში, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ 2024 წლის არჩევნებზე საუბრისას განაცხადა. კალაძის თქმით, 2012 წლის შემდეგ, "ქართულ ოცნებას" დღეისათვის ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს. "როგორც ყოველთვის "ქართული ოცნება" ემზადება გამარჯვებისთვის - იმისთვის, რომ კონსტიტუციური უმრავლესობით მოვიდეს ხელისუფლებაში. ძალიან დიდია საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა. 2012 წლიდან ერთად მოვდივართ, რამდენ არჩევნებში მაქვს მონაწილეობა მიღებული, ასეთი მხარდაჭერა როგორიც „ქართულ ოცნებას“ აქვს დღეს, 2012 წლის შემდეგ არ ჰქონია“, - განაცხადა კალაძემ. მისივე თქმით, წინააღმდეგობების მიუხედავად, ხელისუფლებამ ქვეყანას მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება და ევროპული კურსი შეუნარჩუნა. "ინფორმაცია ხელმისაწვდომია, წარსულს ჩაბარდა ის წლები, როდესაც ხელისუფლებას ჯიბეში ჰყავდა ყველა მედია საშუალება. ხალხი ხედავს, როგორი ზეწოლა იყო, თუმცა სიმტკიცითა და პატრიოტიზმით შევინარჩუნეთ მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება, ქვეყანამ მიიღო კანდიდატის სტატუსი. ამ პრინციპების დაცვით ვაპირებთ განვაგრძოთ ცხოვრება. პირველ რიგში, ხალხისა და ქვეყნის ინტერესები იქნება გათვალისწინებული“, - დასძინა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)