|
2024-02-15 10:46:49, 755 ნახვა
მსოფლიო
პუტინი - რის გამოც შეიძლება ვინანოთ, არის ის, რომ უკრაინაში აქტიური მოქმედებები ადრე არ დავიწყეთ
ერთადერთი, რის გამოც შეგვიძლია ვინანოთ, არის ის, რომ უკრაინაში აქტიური მოქმედებები უფრო ადრე არ დავიწყეთ, რადგან გვჯეროდა, რომ საქმე წესიერ ადამიანებთან გვქონდა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა Россия 1-თან ინტერვიუში განაცხადა. პუტინის თქმით, რუსეთი უკრაინაში ომის დასრულებას ცდილობს. "ომი ჩვენ არ დაგვიწყია, ჩვენ მხოლოდ მის შეწყვეტას ვცდილობთ. პირველ ეტაპზე ეს მშვიდობიანი გზით, მინსკის შეთანხმებებით ვცადეთ. როგორც მოგვიანებით გაირკვა, აქაც მოგვატყუეს", - განაცხადა პუტინმა. მისივე თქმით, ნატო აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტია და "თუ ისინი ფიქრობენ, რომ ის არ სჭირდებათ, ეს მათი გადაწყვეტილებაა". „ვფიქრობ, რომ ნატო საერთოდ არაფერ შუაშია, აზრი არ აქვს. აზრი მხოლოდ ერთია - ეს არის აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტი. მაგრამ თუ აშშ მიიჩნევს, რომ მას ეს ინსტრუმენტი არ სჭირდება, ეს მათი გადაწყვეტილებაა. აშშ და ევროპა თავად უნდა გაუმკლავდნენ თავდაცვის ხარჯებს", - დასძინა პუტინმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)