|
2024-02-15 09:15:37, 761 ნახვა
მსოფლიო
სალივანი - აშშ-ის დახმარების გარეშე ფრონტის ხაზზე მყოფ უკრაინელებს საბრძოლო მასალა ეწურებათ
აშშ-ის დახმარების გარეშე ფრონტის ხაზზე მყოფ უკრაინელებს საბრძოლო მასალა ეწურებათ, - აღნიშნულის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა. სალივანის თქმით, უკრაინელებთან ერთად ზარალს ყოველდღე აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიც განიცდიან. „ზარალს ყოველდღე განიცდიან როგორც უკრაინელები, ასევე აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესები. ფსონები ყოველდღიურად მატულობს ისევე, როგორც ჩვენი უმოქმედობის ხარჯები, განსაკუთრებით, უკრაინაში. ჩვენ სულ უფრო მეტ ცნობებს ვიღებთ, თუ როგორ აგროვებენ ფრონტის ხაზზე მყოფი უკრაინელები საბრძოლო მასალას, ან მათ საბრძოლო მასალები საერთოდ არ აქვთ. რუსები აგრძელებენ სახმელეთო და საჰაერო შეტევას, ცდილობენ, გაანადგურონ უკრაინის საჰაერო თავდაცვა, რომლის განვითარებაზეც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ბოლო ორი წლის განმავლობაში“, - განაცხადა სალივანმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)