|
2024-02-14 23:35:27, 1042 ნახვა
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი - ხაზარაძემ მოსკოვში გადასახლების მუქარა არ იკმარა და „ლელოს“ საარჩევნო ნომრით ბიძინა ივანიშვილს შუბლიც გაუხვრიტა
ხაზარაძემ მოსკოვში გადასახლების მუქარა არ იკმარა და „ლელოს“ საარჩევნო ნომრით ბიძინა ივანიშვილს შუბლიც გაუხვრიტა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს. იონათამიშვილის განცხადებით, მამუკა ხაზარაძემ მოსკოვში გადასახლების მუქარა არ იკმარა და ამ კამპანიის ფარგლებში დამზადებულ ერთ-ერთ ბანერზე, ბიძინა ივანიშვილს "ლელოს" საარჩევნო ნომრით შუბლი გაუხვრიტა. "შემთხვევით, სოცქსელში ამ ფოტოს გადავაწყდი… ერთი შეხედვით, ერთი ჩვეულებრივი მავნებლური კამპანია გეგონება, სინამდვილეში ხაზარაძემ პროკურორით მოსკოვში გადასახლების მუქარა არ იკმარა (ისიც კი არ იცის, რომ პროკურორის და პროკურატურის ფუნქცია არავის გადასახლება არ არის, იმდენად არის საბჭოთა დროში ჩარჩენილი) და ნაცების ლეღვის ფოთოლი ლელოს საარჩევნო ნომრით, ცხრიანით, ბიძინა ივანიშვილს შუბლიც გაუხვრიტა… როგორც ჩანს, ნაცებიდან მიმაგრებულმა როზნერმა გადაუტანა ზრახვები ბანერზე", - წერს რატი იონათამიშვილი Facebook-ზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)