|
2024-02-14 11:45:12, 751 ნახვა
პოლიტიკა
სუბარი - ხაზარაძე საბჭოეთში ჩარჩა, როცა პროკურორები აციმბირებდნენ - კაცს ხელისუფლებაში მოსვლა უნდა და პროკურატურის ფუნქცია არ იცის, ეს ხომ სამარცხვინოა
"ხალხის ძალის" ლიდერი, უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი "ლელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას ეხმაურება. სოზარ სუბარი ამბობს, რომ ხაზარაძემ, რომელსაც ხელისუფლებაში მოსვლის "ფუჭი ამბიცია" აქვს, პროკურატურის ფუნქციებზე "წარმოდგენა არ აქვს". "ხაზარაძე, რომელიც შეზრდილი იყო "ნაცმოძრაობასთან" და რეჟიმის მთავარი "ჰალსტუხიანი რეკეტიორი" იყო, ახლა ცდილობს, მკვლელებს და მწამებლებს გაემიჯნოს, რაც გამორიცხულია. საზოგადოებამ კარგად იცის მისი წარსული. მეორე უბედურება ის არის, რომ ხელისუფლებაში მოსვლის ამბიცია აქვს და პროკურატურის ფუნქციებში ვერ ერკვევა, ელემენტალური ისიც კი არ იცის, რა უფლებამოსილება აქვს ამ ინსტიტუციას. მეორე მხრივ, მისი სიტყვები, რომ ეს არის პოლიტიკური გზავნილი - დამაფიქრებელია. ხაზარაძე პირდაპირ ამბობს, რომ თუ სათავეში დაბრუნდება, შექმნის ისეთ პოლიტიკურ დღის წესრიგს, სადაც მისთვის მიუღებელ ადამიანს ამ ქვეყანაში არ დაედგომება. ეს არაფერია, თუ არა "ნაცმოძრაობის" რეჟიმის ხელწერა, რაც ასევე მისი ხელწერაცაა",- განაცხადა სოზარ სუბარმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)