|
2024-02-13 17:52:26, 901 ნახვა
მსოფლიო
ბერბოკი - რაფაჰში მიმდინარე მოვლენები და ისრაელის სამომავლო სპეცოპერაცია ჰუმანიტარულ კატასტროფას გამოიწვევს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა რაფაჰში ისრაელის მიერ დაანონსებული სამხედრო ოპერაციის გამო შეშფოთება გამოხატა. ამის შესახებ ინფორმაციას Times of Israel-ი ავრცელებს. როგორც ბერბოკმა აღნიშნა, ქალაქ რაფაჰში მიმდინარე მოვლენები და ისრაელის სამომავლო სპეცოპერაცია ჰუმანიტარულ კატასტროფას გამოიწვევს. "რაფაჰში დაჯგუფება "ჰამასის“ ძალიან დიდი ქსელი მდებარეობს, ისრაელს კი თავდაცვის უფლება აქვს, თუმცა ტერორისტების წინააღმდეგ მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის ხარჯზე არ უნდა იბრძოლონ", - განაცხადა ბერბოკმა. ცნობისთვის, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ სამხედროებს რაფაჰიდან მოსახლეობის ევაკუაციისთვის გეგმის შედგენა დაავალა. გაეროს ინფორმაციით, რაფაჰში 1,3 მილიონზე მეტი ადამიანია, მათი უმრავლესობა ღაზას სხვადასხვა ადგილიდან არის დევნილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)