|
2024-02-13 17:00:52, 1074 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი სენატის გადაწყვეტილებაზე - აშშ-ის დახმარება საშუალებას გვაძლევს, გადავარჩინოთ ადამიანების სიცოცხლე რუსული ტერორისგან
მადლობელი ვარ ყველა ამერიკელი სენატორის, რომლებმაც მხარი დაუჭირეს უკრაინის დახმარებას თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და ღირებულებებისთვის, რომლებიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებული შტატების სენატის გადაწყვეტილებას. ზელენსკის თქმით, ამერიკული დახმარება უკრაინას სამართლიან მშვიდობას მოუტანს და აღადგენს გლობალურ სტაბილურობას, რაც "ხელს შეუწყობს უფრო მეტ უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას ყველა ამერიკელისთვის და თავისუფალი სამყაროსთვის". "მადლობელი ვარ ჩაკ შუმერის, მიჩ მაკკონელისა და ყველა ამერიკელი სენატორის, რომლებმაც მხარი დაუჭირეს უკრაინის დახმარებას თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და ღირებულებებისთვის, რომლებიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. უკრაინაში აშშ-ის შემდგომი დახმარება საშუალებას გვაძლევს, გადავარჩინოთ ადამიანების სიცოცხლე რუსული ტერორისგან. ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ქალაქებში ცხოვრება გაგრძელდება და ომი დასრულდება. ამერიკული დახმარება უკრაინას სამართლიან მშვიდობას მოუტანს და აღადგენს გლობალურ სტაბილურობას, რაც ხელს შეუწყობს უფრო მეტ უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას ყველა ამერიკელისა და თავისუფალი სამყაროსთვის", - წერს ზელენსკი X-ზე (ყოფილ Twitter-ზე). ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა უკრაინის დაფინანსების კანონპროექტს მხარი დაუჭირა. დახმარების პაკეტი უკრაინისთვის, ისრაელისთვის და ტაივანისთვის 95,3 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს, საიდანაც უკრაინისთვის 60 მილიარდი დოლარი, ისრაელისთვის 14 მილიარდი, ღაზას, უკრაინისა და დასავლეთ სანაპიროს ჰუმანიტარული დახმარებისთვის 9 მილიარდი და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის მოკავშირეების მხარდასაჭერად 4,8 მილიარდი დოლარი გამოიყოფა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)