|
2024-02-13 16:18:08, 1075 ნახვა
მსოფლიო
უკრაინული მედია - აშშ-ის სენატმა უკრაინის დახმარების კანონპროექტს მხარი დაუჭირა
ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა უკრაინის დაფინანსების კანონპროექტს მხარი დაუჭირა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, კანონპროექტს მხარი 70-მა სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 29 წავიდა. როგორც გამოცემა წერს, კანონპროექტი ახლა წარმომადგენელთა პალატაში გადაიგზავნება. „წლებია, შესაძლოა, ათწლეულებიც კი, სენატს არ მიუღია ასეთი კანონპროექტი, რომელიც ასე ძალიან ახდენს გავლენას არა მხოლოდ ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებაზე, არამედ ჩვენი მოკავშირეებისა და დასავლეთის დემოკრატიაზე“, - განაცხადა სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა. აღსანიშნავია, რომ დახმარების პაკეტი უკრაინისთვის, ისრაელისთვის და ტაივანისთვის 95,3 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს, საიდანაც უკრაინისთვის 60 მილიარდი დოლარი, ისრაელისთვის 14 მილიარდი, ღაზას, უკრაინისა და დასავლეთ სანაპიროს ჰუმანიტარული დახმარებისთვის 9 მილიარდი და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის მოკავშირეების მხარდასაჭერად 4,8 მილიარდი დოლარი გამოიყოფა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)