16:21 - 09 Oct, 2026
|
2024-02-13 11:36:38, 882 ნახვა
პოლიტიკა
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა მიმდინარეობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელის, ირაკლი ანთაძის განცხადებით, შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა თამაზ გინტურის მკვლელობისა და საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების საკითხები იქნება. "ბუნებრივია, თამაზ გინტურის მკვლელობის საკითხი იქნება დღევანდელ შეხვედრაზე განხილვის საგანი, ვინაიდან გვსურს მოვისმინოთ, რა ღონისძიებები გატარდა მკვლელების მიმართ, ასევე, მთავარი საკითხი იქნება უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების გათავისუფლების საკითხი, ასევე განვიხილავთ ბორდერიზაციის ფაქტებს, რომლებიც დაფიქსირდა მიმდინარე წლის განმავლობაში",- აცხადებს ანთაძე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)