|
2024-02-13 10:46:53, 954 ნახვა
მსოფლიო
სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს კვლავ ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ და დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ
სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს კვლავ ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ. ორი ქვეყნის ოფიციალური უწყებები დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაციასაც ავრცელებენ. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალებმა ცეცხლი 12 თებერვალს, 20:50-სა და 23:40-საათზე ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს, 13 თებერვალს გაავრცელა ცნობა, რომლის მიხედვითაც, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა მათი პოზიციების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც 2 ჯარისკაცი დაიღუპა. „აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ ნერკინ ხანდას მიმართულებით ცეცხლის გახსნის შედეგად, წინასწარი მონაცემებით, არის 2 დაღუპული და დაჭრილები“, - ნათქვამია სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)