|
2024-02-12 20:12:26, 988 ნახვა
მსოფლიო
ტუსკი - პოლონეთის მხარდაჭერა უკრაინისადმი უცვლელი იქნება, თუმცა პოლონელი ფერმერების ინტერესები მნიშვნელოვანია
პარადოქსია, რომ უკრაინას თუ სურს, მოახდინოს მთელი დასავლური სამყაროს მობილიზება რუსეთთან დაპირისპირებაში თავისი მხარდაჭერისთვის, მან პატივი უნდა სცეს ამ თანამეგობრობის ცალკეული წევრების ინტერესებს, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, როგორც დონალდ ტუსკი აღნიშნავს, უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დროს, მარცვლეულის იმპორტთან დაკავშირებით არსებული სიტუაცია განიხილა და პოლონეთის პოზიცია მკაფიოდ განმარტა. მისივე თქმით, რუსეთთან ომში პოლონეთის მხარდაჭერა უკრაინისადმი უცვლელი იქნება, თუმცა პოლონელი ფერმერების ინტერესები მნიშვნელოვანია. „ის, რომ უკრაინაში რამდენიმე ასეულ ან ათას ადამიანს უნდა დიდი ფულის შოვნა, ჩვენი პრობლემა არ არის. ჩვენ გვინდა, დავეხმაროთ უკრაინას, როგორც სახელმწიფოს, უკრაინელებს, როგორც ხალხს რუსეთთან შეიარაღებულ კონფრონტაციაში. უდავოდ, ჩვენი პოზიცია აქ უცვლელია. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ ომისა და უკრაინის მიმართ ჩვენი თანაგრძნობის გამო, ვინმემ ისარგებლოს ჩვენს კომპანიებთან, ჩვენს ფერმერებთან უსამართლო და უთანასწორო კონკურენციისთვის“, - განაცხადა პოლონეთის პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)