|
2024-02-12 18:27:38, 964 ნახვა
მსოფლიო
კამერონი - ისრაელი რაფაჰში მოქმედებების გაფართოებამდე სერიოზულად უნდა დაფიქრდეს
ისრაელი რაფაჰში მოქმედებების გაფართოებამდე სერიოზულად უნდა დაფიქრდეს , - ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კამერონმა განაცხადა. როგორც კემერონი აღნიშნავს, აუცილებელია დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტა და მძევლების გათავისუფლება, რომელთა შორის ბრიტანელებიც არიან. „ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ რაფაჰში მიმდინარე სიტუაციით. თვალსაჩინო რომ იყოს, იქ მყოფმა ხალხმა ოთხჯერ, ექვსჯერაც კი შეიცვალეს ადგილი, ვიდრე რაფაჰში მივიდოდნენ. შეუძლებელია იმის დანახვა, როგორ შეგიძლია, აწარმოო ომი ამ ხალხში. მათ წასასვლელი არსად აქვთ. მათ არ შეუძლიათ სამხრეთით ეგვიპტეში წასვლა. მათ არ შეუძლიათ ჩრდილოეთით წასვლა და თავიანთ სახლებში დაბრუნება, რადგან ნაწილი განადგურებულია. ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ შექმნილი სიტუაციით და გვსურს, რომ ისრაელმა შეწყვიტოს და სერიოზულად დაფიქრდეს, ვიდრე შემდგომ მოქმედებებს განახორციელებს“, - განაცხადა ქემერონმა. ცნობისთვის, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ სამხედროებს რაფაჰიდან მოსახლეობის ევაკუაციისთვის გეგმის შედგენა დაავალა. გაეროს ინფორმაციით, რაფაჰში 1,3 მილიონზე მეტი ადამიანია, მათი უმრავლესობა ღაზას სხვადასხვა ადგილიდან არის დევნილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)